ნათელა იაძე
ნათელა იაძე (დ. 28 იანვარი, 1944, ახალციხე) — ქართველი სცენარისტი, მომღერალი, მოცეკვავე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წელს დაამთავრა ახალციხის №1 საშუალო სკოლა. 1961 წელს ახალციხეში შეიქმნა ადგილობრივი რადიომაუწყებლობა, რომლის პირველი რედაქტორი იყო ნოე ჯაფარიძე. რაიონის რადიომაუწყებლობას აკონტროლებდა პროპაგანდა-აგიტაციის განყოფილება. 1963 წელს საქართველოს რადიოსა და ტელემაუწყებლობის ინიციატივით თბილისში — ტელევიზიაში მოეწყო ადგილობრივი გადაცემების დიქტორთა გადასინჯვა — კონკურსი. კონკურსის მონაწილენი საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ. კონკურსანტებს ერთ-ერთ დავალებად შესთავაზეს გალაქტიონ ტაბიძის ლექსის „მეეტლეს“ წაკითხვა. რასაც წარმატებიით გაართვა თავი ნათელა იაძემ. მან დამსახურებულად დაიმსახურა „საუკეთესო დირექტორის“ მოწმობა. ნათელა იაძე 1969-1971 წლებში სწავლობდა ახალციხის სარაიონო სამედიცინო სასწავლებელში.
1971 წელს ჩაირიცხა სერგო ზაქარიძის სახელობის თბილისის კულტურ-საგანმანათლებლო სასწავლებელში გუნდის დირიჟორის ფაკულტეტზე, 1973 წელს კი დაასრულა სწავლა. იმავე წელს ჩაირიცხა ლელინგრადის კულტურის ინსტიტუტში და 1976 წელს დაამთავრა მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორის სპეციალობით. კულტურის სფეროში ნათელა იაძეს აქტიური მოღვაწეობა 60-იან წლებში დაიწყო. იგი სამართლიანად მიუთითებს, რომ 60-70-იან წლებში ახალციხეში ქათული ხელოვნების აღზევების წლები დაიწყო. კულტურის სახში ვახტანგ კვესელაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა საკონცერტო ჯგუფი: თამაზ და მარინა ნონიაშვილები, ილია ხოტივარი, ეთერ აღნიაშვილი შემდგომ პერიოდში ამ ჯგუფს შეუერთდნენ ნათელა იაძე, თამაზ ჩერქეზიშვილი, ოთარ აწყურელი. ორი წლის განმავლობაში ჯგუფმა სამჯერ მოიარა საცხე-ჯავახეთის მთლიანი ტერიტორია. საკონცერტო ჯგუფმა მოსახლეობას თავი დაამახსოვრა და შეაყვარა ქართული ცეკვით, ფოლკლორით, მუსიკალური ნომრებით და სხვა. მოგვიანებით ჯგუფში ცვლილებების მოხდენის გამო მხოლოდ ახალციხელები დარჩნენ.
70-იან წლების დასაწყისში ჯგუფში სიახლე გაჩნდა. ლელა ნაროზაულმა ჩამოაყალიბა ხალხურის საკრავების ტრიო რუსუდან სისაურთან და ნათელა იაძესთან ერთად. საკონცერტო ჯგუფები გასტროლებზე იმყოფებოდნენ სამჯერ მოსკოვში, რუმინეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სწორედ ასეთი წარმატების საფუძველზე 1986 წლის 7 ნოემბერს მიენიჭა საკონცერტო ჯგუფს საქართველოში მხოლოდ სამს სატირისა და იუმორის სახალისო დასის წოდება. ნათელა იაძე 1971 წლიდან მუშაობდა სარაიონო კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად. ხოლო 1974 წლის 4 ოქტომბერს დაინიშნა რაიონის კულტურის განყოფილების გამგედ გოჩა ნათენაძისა და იური კუბლაშვილის რეკომენდაციით.
ნათელა იაძეს კულტურის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მიაჩნია ბავშვთა ხალხური სიმღერების შემსწავლელი ჯგუფის შექმნა. სადაც 40-ამდე ყმაწვილი იყო გაერთიანებული და რომელსაც ხელოვანი ზაზა თამარაშვილი ხელმძღვანელობდა. ქალბატონ ნათელას ეკუთვნის იდეა - თბილისის შემდეგ საქართველოში პირველად ახალციხეში დააარსა ბავშვთა „ბასტი-ბუბუ“ მარინა მჭედლიძისა და მანანა ბერიძის ხელმძღვანელობით. ნათელა იაძე კულტურის განყოფილების სამოცდაათწლიანი არსებობის გადასახედიდან ნატლად აღიქვამს კულტურის განყოფილების უდიდეს როლს მესხეთში ეროვნული კულტურის განვითარებისა და დაცვის საქმეში, 2016 წელს იგი ქალაქ ახალციხის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყრუაშვილი ნ., განათლებისა და კულტურის კერები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხე 2019, გვ. 112-113