ნათელა გოგიბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნათელა გოგიბერიძე (დ. 12 აპრილი, 1926, ორჯონიკიძე) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1953–1973 წლებში იყო თბილისის ქალთა II ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი. 1973–1986 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის სამკურნალო ფაკულტეტის კათედრის ასისტენტი. 1986 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება კუჭის ფუნქციურ მდგომარეობას შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების დროს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ტრანკვილიზატორთა მცირე დოზების კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე მოქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმები და მათი კლინიკური გამოყენების შესაძლებლობანი.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 71

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]