ნათელა ბასიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნათელა ბასიშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1946, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1969–1970 წლებში იყო ცხინვალის საავადმყოფოს თერაპევტი. 1970–1972 წლებში მოსკოვის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორდინატორი. 1972–1975 წლებში ამავე ინსტიტუტის ასპირანტი. 1977 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი და ამავე კათედრის დოცენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სინდრომული დიაგნოსტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა კარდიოლოგიის აქტიურ პრობლემებზე.

1976 წელს მოსკოვის კარდიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ცენტრალური და რეგიონალური ჰემოდინამიკის მაჩვენებლები არტერიული ჰიპერტონიის დროს სხვადასხვა ჰიპოტენზიური საშულებებით მკურნალობის ფონზე.“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიაგნოსტიკური ძიება შინაგან სნეულებათა კლინიკაში : სიმპტომიდან დიაგნოზამდე-სინდრომული ძიება, გამოკვლევის პროგრამები, შინაგანი სნეულებების პათოგნომური სიმპტომოკომპლექსები : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისა და ექიმებისათვის თბილისი, შპს „ირგა“ 2010 გვ. 819 ISBN: 978-9941-0-1641-7

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 29

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]