ნათანზი
| დასახლებული პუნქტი | |
|---|---|
|
ნათანზი სპარს. نطنز | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 33°30′40″ ჩ. გ. 51°55′05″ ა. გ. / 33.51111° ჩ. გ. 51.91806° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1637 მეტრი |
| მოსახლეობა | 14 122 (2016)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+03:30 |
| სატელეფონო კოდი | 0362 |
| ოფიციალური საიტი | https://natanz.ir |
ნათანზი (სპარს. نطنز) — ქალაქი ირანში, ნათანზის შაჰრესტანის ცენტრალურ რაიონში, ისპაჰანის ოსტანი, რომელიც წარმოადგენს როგორც ოლქის, ასევე რაიონის დედაქალაქს.[2] მდებარეობს ქაშანიდან 70 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წლის ეროვნული აღწერის დროს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 12 060 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობდა 3 411 ოჯახში.[3] 2011 წლის შემდეგმა აღწერამ დაითვალა 12 281 ადამიანი და 3 829 ოჯახი.[4] 2016 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 14 122 ადამიანს 4 564 ოჯახში.[5]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნათანზი მდებარეობს ისპაჰანიდან 120 კმ-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთით და ირანის მთავარ ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაზე. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1666 მეტრია. თეირანსა და ნათანზს შორის მანძილი 326 კმ-ია და მანქანით დაახლოებით 4 საათი სჭირდება. კარკასის მთების ქედი (კუჰ-ე კარკასი) (რაც ნიშნავს „სვავების მთას“), 3 899 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ქალაქთან ახლოს.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის საშუალო ტემპერატურა არის 15,5 °C და საშუალო წლიური ნალექი 195 მმ-ია.[6][7]
| ჰავის მონაცემები — Natanz (1992-2005) | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
| საშუალო დღიური °C | 2.1 | 4.4 | 8.5 | 15.0 | 19.7 | 25.4 | 28.2 | 27.7 | 23.4 | 17.0 | 9.5 | 4.6 | 15.5 |
| საშუალო ნალექი (მმ) | 34.0 | 23.2 | 43.3 | 28.6 | 19.8 | 2.1 | 0.5 | 0.9 | 0.1 | 5.6 | 16.6 | 20.6 | 195.3 |
| საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 57 | 47 | 42 | 37 | 31 | 21 | 22 | 18 | 21 | 31 | 45 | 55 | 36 |
| ცვრის წერტილის საშუალო °C | −5.4 | −6.2 | −4.4 | 0.0 | 1.8 | 1.7 | 4.1 | 1.6 | 0.0 | −0.7 | −2.5 | −4.0 | −1.2 |
| წყარო: IRIMO[8][9][10][11][12] | |||||||||||||
ბირთვული ობიექტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წელს ირანის წინააღმდეგობის ეროვნულმა საბჭომ გაამხილა ნათანზში ურანის გამდიდრების გამოუცხადებელი ობიექტის არსებობა, რამაც გამოიწვია შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ.[13][14][15]
ნათანზის ბირთვული ობიექტი ირანის ბირთვული პროგრამის ნაწილია. იგი მდებარეობს ქალაქიდან დაახლოებით 33 კმ ჩრდილო-დასავლეთითმთავარი გზის მახლობლად და ზოგადად აღიარებულია, როგორც ირანის ცენტრალური ობიექტი ურანის გამდიდრების საქმეში, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს 19 000-ზე მეტი გაზური ცენტრიფუგა და მათი თითქმის ნახევარი იკვებება ურანის ჰექსაფლუორიდით.[16]
2025
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„როიტერის“ ცნობით, 2025 წლის ივნისში ირანზე თავდასხმის დროს ამ ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა.[17]
2025 წლის 22 ივნისის ღამე აშშ-მა დაბომბა ნათანზის ბირთვული ობიექტი.[18][19]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Institute for Science and International Security დაარქივებული 2025-06-15 საიტზე Wayback Machine.
- Stanford University entry on Natanz
- Entry on Natanz, globalsecurity.org
- The Sheikh Abdolsamad Mosque in Natanz Iran, persiancarpetguide.com
- Natanz County, natanz.org
- Natanz News დაარქივებული 2020-03-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ جمعیت به تفکیک تقسیمات کشوری
- ↑ Habibi, Hassan. (c. 2024) Approval of the organization and chain of citizenship of the elements and units of the national divisions of Isfahan province, centered in the city of Isfahan fa. Ministry of the Interior, Defense Political Commission of the Government Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი 2024. ციტირების თარიღი: 4 February 2024
- ↑ Census of the Islamic Republic of Iran, 1385 (2006): Isfahan Province fa (Excel). The Statistical Center of Iran. ციტირების თარიღი: 25 September 2022
- ↑ Census of the Islamic Republic of Iran, 1390 (2011): Isfahan Province fa (Excel). The Statistical Center of Iran. ციტირების თარიღი: 19 December 2022
- ↑ Census of the Islamic Republic of Iran, 1395 (2016): Isfahan Province fa (Excel). The Statistical Center of Iran. ციტირების თარიღი: 19 December 2022
- ↑ Visit Natanz Tourist Attractions, Historical & Natural | Destination Iran en-US (2019-09-14). ციტირების თარიღი: 2023-03-01[მკვდარი ბმული]
- ↑ NATANZ Geography Population Map cities coordinates location - Tageo.com. ციტირების თარიღი: 2023-03-01
- ↑ FORM 5: AVERAGE OF MEAN DAILY TEMPERATURE IN C. Station: Natanz(99241). Iran Meteorological Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 March 2016. ციტირების თარიღი: 12 February 2025
- ↑ FORM 10: AVERAGE OF DEW POINT TEMPERATURE IN C. Station: Natanz(99241). Iran Meteorological Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 May 2013. ციტირების თარიღი: 12 February 2025
- ↑ FORM 14: AVERAGE OF RELATIVE HUMIDITY IN PERCENT Station: Natanz(99241). Iran Meteorological Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 March 2016. ციტირების თარიღი: 12 February 2025
- ↑ FORM 25: MONTHLY TOTAL OF PRECIPITATION IN MM. Station: Natanz(99241). Iran Meteorological Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 January 2016. ციტირების თარიღი: 12 February 2025
- ↑ FORM 32: NO. OF DAYS WITH SNOW OR SLEET Station: Natanz(99241). Iran Meteorological Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2016. ციტირების თარიღი: 12 February 2025
- ↑ (2019) Nuclear Safeguards, Security, and Nonproliferation: Achieving Security with Technology and Policy. Butterworth-Heinemann, გვ. 115-120.
- ↑ (2015) The Trajectory of Iran's Nuclear Program. Palgrave Macmillan, გვ. 148.
- ↑ Friedrichs, Gordon (February 2014), Smart Security Council? Analyzing the effectiveness of targeted sanctions, Anchor Academic, ISBN 978-3-95489-521-2, https://books.google.com/books?id=0zW5BgAAQBAJ&q=national+council+resistance+iran&pg=PA47
- ↑ Implementation of the NPT Safeguards Agreement and relevant provisions of Security Council Resolutions 1737 (2006), 1747 (2007) and 1803 (2008) in the Islamic Republic of Iran (15 September 2008). ციტირების თარიღი: 2012-06-19
- ↑ „Israel says it strikes Iran amid nuclear tensions“. Reuters (ინგლისური). 2025-06-13. ციტირების თარიღი: 2025-06-13.
- ↑ Brennan, Eve; Tanno, Sophie; Lockwood, Pauline; Vogt, Adrienne; Powell, Tori; Meyer, Matt; Saltman, Max. Israel claims killing of Iranian commander as conflict enters second week en (June 21, 2025). ციტირების თარიღი: June 22, 2025
- ↑ აშშ-მა ირანის 3 ბირთვულ ობიექტს დაარტყა - ტრამპი