ნაზიქედა ქადინ ეფენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაზიქედა ქადინ ეფენდი
მშობლიური სახელი Nazikedâ Kadınefendi
დაბადების თარიღი 1850
აფხაზეთი
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი 1895
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) აბდულჰამიდ II
შვილ(ებ)ი ულვიე სულთანი
მშობლები მამა: არზაყან ბეი ცანბა
დედა: ესმა ქლიჩი

ნაზიქედა ქადინ ეფენდი (თურქ. Nazikedâ Kadınefendi; დ. 1850 — გ. 11 აპრილი, 1895[1]) — ოსმალეთის 34-ე სულთნის, აბდულჰამიდ II-ის პირველი ცოლი[2]. ულვიე სულთნის დედა. მისი ქორწინება ემსახურებოდა ოსმალებს და ბუფერებს შორის ალიანსს. სულთნის ჰარამხანაში მისი წოდება იყო „ბაშქადინეფენდი“, რაც პირველ ცოლს ნიშნავდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაზიქედა ქადინ ეფენდი დაიბადა 1850 წელს აფხაზი უფლისწულის, არზაქან ბეი ცანბას და ესმა ქლიჩის ოჯახში[3]. რუსეთ-თურქეთის ომის დროს ადრეულ ასაკში მიიყვანეს სასახლში, სადაც მის აღზრდა-განათლებაზე ჯემილე სულთანმა იზრუნა. ნაზიქედა იყო მაღალი, გრძელი შავი თმით და ყავისფერი თვალებით.

აბდულჰამიდ II ჯერ კიდევ შეჰზადე იყო, როდესაც ჯემილე სულთნის სასახლეში ნაზიქედა შეამჩნია და ამის შემდეგ ჯემილეს მისი ხელი სთხოვა. 1863 წელს აბდულჰამიდმა და ნაზიქედამ დოლმაბაჰჩეს სასახლეში იქორწინეს. ქორწინებიდან 5 წელიწადში ნაზიქედას შეეძინა ერთადერთი ქალიშვილი ულვიე სულთანი[4], მაგრამ 7 წლის ასაკში ულვიე თამაშის დროს დაიწვა და 1875 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ნაზიქედა ქადინ ეფენდი გარდაიცვალა 1895 წლის 11 აპრილს ილდიზის სასახლეში, სტამბოლში.[5][6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Turkey: The Imperial House of Osman. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-02. ციტირების თარიღი: 2014-09-29.
  2. Consorts Of Ottoman Sultans (in Turkish). Ottoman Web Page. ციტირების თარიღი: 2010-12-17.
  3. (2004) Bir Çerkes prensesinin harem hatıraları. L & M. ISBN 978-9-756-49131-7. 
  4. Genealogy of the Ottoman Royal Family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-02. ციტირების თარიღი: 2014-09-29.
  5. Christopher Buyers. The Royal Ark – Royal and Ruling Houses of Africa, Asia, Oceania and the Americas. 4dw.net.
  6. The Concubine, the Princess, and the Teacher: Voices from the Ottoman Harem - Page 286