შინაარსზე გადასვლა

ნაზირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაზირი (არაბ.) — სამეურნეო-საფინანსო დარგის მოხელე XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში. იყო სალაროს ნაზირი (აბრამადი), ქარხნის ანუ საწყობის ნაზირი, რომელსაც სამეფო შემოსავალი ებარა; ჩარფა ნაზირი — სამეფო საქონლის ზედამხედველი, ნაზირს თავისი ხელქვეითები ჰყავდა. ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ ცალ-ცალკე არსებობდა ქართლისა და კახეთის ნაზირის თანამდებობა. ნაზირი გასამრჯელოს იღებდა ჯამაგირის, სარგოსა და ულუფის სახით.

  • კეკელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 297.
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952.