ნავი პილეი
| ნავი პილეი | |
|---|---|
| ინგლ. Navanethem Pillay | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 23 სექტემბერი, 1941[1] [2] [3] [4] [5] (85 წლის) |
| დაბადების ადგილი | დურბანი[5] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | University of Natal[6] , University of Natal[6] , ჰარვარდის სამართლის სკოლა[6] , ჰარვარდის სამართლის სკოლა[6] და Clairwood Secondary School |
| სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] [6] |
| ეროვნება | ტამილები |
| ჯილდოები | Gruber Prize for Women's Rights[6] , კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“[7] , ულოფ პალმეს პრემია[8] , ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[9] , honorary doctorate of the University of Cape Town[10] , honorary doctor of Rhodes University[11] , honorary doctor of the Katholieke Universiteit Leuven[12] , honorary doctor of the University of the Witwatersrand[13] და Sydney Peace Prize[14] |
ნავი პილეი (დ. 23 სექტემბერი, 1941) — სამხრეთაფრიკელი იურისტი, რომელიც 2008-2014 წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობას იკავებდა. წარმოშობით ტამილი სამხრეთაფრიკელი პილეი იყო სამხრეთ აფრიკის უმაღლესი სასამართლოს პირველი არათეთრკანიანი ქალი მოსამართლე. იგი ასევე მუშაობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ და რუანდის საკითხზე საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის პრეზიდენტად. მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2026 წელს მან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა.[15]
პილეი დაიბადა და გაიზარდა დურბანში (სამხრეთ აფრიკა), სადაც მოგვიანებით ნატალის უნივერსიტეტში სწავლობდა; 1963 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის, ხოლო 1965 წელს — სამართლის ბაკალავრის ხარისხი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პილეიმ საადვოკატო საქმიანობა დაიწყო, მუშაობდა სისხლის სამართლის ადვოკატ ნ. თ. ნაიკერთან და ჩაერთო აპართეიდის წინააღმდეგ იურიდიულ დაცვაში. 1967 წელს პილეიმ საკუთარი საადვოკატო ფირმა დააფუძნა და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს მშობლიურ ნატალის პროვინციაში შეძლო. 1981 წელს იგი „ჰარვარდი-სამხრეთ აფრიკის“ უცხოური გაცვლითი სტიპენდიების პროგრამით ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.[16] 1988 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ჰარვარდის სამართლის სკოლა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით დაასრულა.[17]
1995 წელს სასამართლო ხელისუფლების კომისიამ ადვოკატთა ასოციაციის მეთვალყურეობით პილეი სამხრეთ აფრიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა და დაამტკიცა.[18] უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას, 1995 წელს, იუსტიციის მინისტრმა აბდულა ომარმა და პრეზიდენტმა მანდელამ მისი კანდიდატურა გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს რუანდის საკითხზე საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მოსამართლის პოსტზე წარადგინეს.[18] 1999–2003 წლებში პილეი საქმიანობდა რუანდის ტრიბუნალში[19] და არჩეულ იქნა ტრიბუნალის პრეზიდენტ-მოსამართლედ.[20] 2008 წელს გენერალურმა მდივანმა [პან გი მუნმა[21] 2003 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეამ იგი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, სადაც 2008 წლამდე აპელაციების პალატის წევრად მსახურობდა.[22] პილეი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისრად დანიშნა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იგი ამ თანამდებობაზე დაამტკიცა.[22]
ამჟამად იგი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობას იკავებს საქმეზე „გამბია მიანმარის წინააღმდეგ“.[23] გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობდა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე გაეროს დამოუკიდებელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას.[23]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #142611859 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Davos 2014 Participant List
- 1 2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Bekanntgabe der Ordensträgerinnen und Ordensträger — ბუნდესპრეზიდენტი, 2021.
- ↑ Palmepristagare — (untranslated).
- ↑ https://web.archive.org/web/20060926231120/http://www.ru.ac.za/academic/graduation/addresses_and_citations/2005/Judge_Pillay_citation.doc
- ↑ Navanethem 'Navi' Pillay wins 2026 Nobel Peace Prize for promoting peace and international law en. ციტირების თარიღი: 2026-10-09
- ↑ High Commissioner en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 December 2023. ციტირების თარიღი: 2026-10-09
- ↑ Naidu, Sam (2013-07-25). "Navi Pillay: Realising Human Rights for All". Google Books: Quercus Publishing. ISBN 978-1-909807-27-3.
- 1 2 Andrews, Penelope (2006-07-01). „The South African Judicial Appointments Process“. Osgoode Hall Law Journal. 44 (3): 565–572. doi:10.60082/2817-5069.1288 შეამოწმეთ პარამეტრი
|doi=(დახმარება). ISSN 2817-5069. S2CID 147439191. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2023. ციტირების თარიღი: 1 December 2023. - ↑ Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (2008). "Navanethem Pillay confirmed as new High Commissioner for Human Rights დაარქივებული 21 April 2018 საიტზე Wayback Machine. ". Retrieved on 30 July 2008.
- ↑ Heyns, Christof (2012). „"Interview with Navi Pillay, United Nations High Commissioner for Human Rights"“. South African Yearbook of International Law. 37: 9–21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 November 2023. ციტირების თარიღი: 1 December 2023 – წარმოდგენილია HeinOnline-ის მიერ.
- ↑ Judge Navanethem Pillay en. ციტირების თარიღი: 2023-11-02
- 1 2 "Commissioners of the COI" (2023-11-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 November 2023. ციტირების თარიღი: 1 December 2023
| ||||||||||||||||||||