შინაარსზე გადასვლა

ნავი-მუმბაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ნავი-მუმბაი
მარათ. नवी मुंबई
ჰინ. हिन्दी
ინგლ. Navi Mumbai, New Bombay
გერბი

ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი მაჰარაშტრა
კოორდინატები 19°02′00″ ჩ. გ. 73°01′00″ ა. გ. / 19.03333° ჩ. გ. 73.01667° ა. გ. / 19.03333; 73.01667
დაარსდა 1972
ფართობი 108,63 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 1 119 4778 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 4 332 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +002
საავტომობილო კოდი MH-43
ოფიციალური საიტი http://www.nmmconline.com
ნავი-მუმბაი — ინდოეთი
ნავი-მუმბაი

ნავი-მუმბაი (მარათ. नवी मुंबई, ჰინ. हिन्दी, ინგლ. Navi Mumbai, New Bombay) — ქალაქი ინდოეთში, მაჰარაშტრის შტატში. ქალაქი დაარსდა 1972 წელს, როგორც მუმბაის ქალაქი-თანამგზავრი. ყველაზე დიდი „ხელოვნური“ ქალაქი მსოფლიოში[1][2][3].

ქალაქის მშენებლობა დაკავშირებულია მუმბაის განტვირთვასთან. ნავი-მუმბაის მშენებლობის დაგეგმარება დაიწყო 1971 წელს ჩარლზ კორეასა და რ. ჯჰას ხელმძღვანელობით. მშენებლობისათვის გამოყვეს 150 კილომეტრიანი კონკანის სანაპირო. სახელმწიფომ გამოისყიდა აღნიშნული ტერიტორია კერძო მფლობელებისაგან. 1972 წელს დაიწყო მშენებლობა. 1973 წელს გაიხსნა ვაშის ხიდი, რომელიც აკავშირებს მუმბაისა და ნავი-მუმბაის. 1991 წლიდან 2001 წ,ლამდე მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 318 ათასიდან 704 ათას ადამიანამდე.

ქალაქი მდებარეობს არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ქალაქის ტერიტორიაზე 23 ტბა მდებარეობს. კლიმატი ტროპიკული და მუსონურია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა — 22 °C - 36 °C.

2011 წლის ინდოეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ნავი-მუმბაის მოსახლეობა შეადგენს 1 119 477 ადამიანს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 25 biggest planned cities in the world. Rediff. ციტირების თარიღი: 2016-03-20.
  2. Navi Mumbai
  3. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-19. ციტირების თარიღი: 2019-11-12.