ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოპეკის ლოგოტიპი
ოპეკის შტაბ-ბინა ვენაში.

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, შემოკლებით ოპეკი (ინგლ. Organization of the Petroleum Exporting Countries, OPEC) — კარტელი, რომელშიც შედიან ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ალჟირი, ანგოლა, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეკვადორი და ვენესუელა. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბ-ბინა ვენაში, ავსტრია, იმყოფება.

ორგანიზაციის მთავარი მიზანი, წესდების მიხედვით, მის წევრების ინტერესების, ინდივიდუალური და კოლექტიური, ოპტიმალურად დაცვის საშუალებების გასაზღვრაა, რაც ითვალისწინებს გზებისა და საშუალებების გამონახვას საერთაშორისო ნავთობის ბაზრებზე ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ზიანის მომტანი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად. მწარმოებელ ქვეყანათა ინტერესების მუდმივი დაცვა გამოიხატება მათთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფაში; ეფექტიანი, ეკონომიური და მუდმივი მიწოდება მომხმარებელი ქვეყნებისთვის, ასევე მომგებიანობის გარანტია კაპიტალზე, მათთვის ვინც ამ ინდუსტრიაში ინვესტიციას ახორციელებს.

ოპეკის გავლენა ბაზარზე ყოველთვის მასტაბილიზებელი არ ყოფილა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 1973 წლის ნავთობის კრიზისის დროს მის მიერ ნავთობის ემბარგოს გამოყენების მცდელობა, რაც მაღალი ინფლაციის მიზეზი გახდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. ოპეკის გავლენა ნავთობის ფასებზე მას შემდეგ შედარებით დაბალია, მექსიკის ყურის, ჩრდილოეთის ზღვის ჭაბურღილების განვითარებისა და ბაზრის მოქნილობის ზრდის გამო. მიუხედავად ამისა, ოპეკი დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის მიწოდებაზე და შესაბამისად მის ფასებზე მსოფლიო ბაზარზე. ეს ორგანიზაცია კარტელის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სასწავლო სახელმძღვანელოებში.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპეკის ქვეყნები
  მიმდინარე წევრი ქვეყნები
  ყოფილი წევრი ქვეყნები

ორგანიზაციას 13 წევრი ჰყავს. ქვემოთ ჩამოთვლილია გაწევრიანების თარიღის მიხედვით.

აფრიკა
ახლო აღმოსავლეთი
სამხრეთი ამერიკა
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
  • ინდონეზიის დროშა ინდონეზია (დეკემბერი 1962. წევრობა ამჟამად განხილვის სტადიაშია, ვინაიდან ინდონეზია აღარ მოიაზრება როგორც ნავთობის ნეტ ექსპორტიორი.
ყოფილი წევრები

ოპეკის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ოპეკის წევრი ქვეყნების უმრავლესობის ოფიციალური ენა არაბულია (შვიდი წევრი ქვეყანა არაბულია). მხოლოდ ერთი წევრი ქვეყნის - ნიგერიის - ოფიციალური ენა არის ინგლისური.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]