ნავთობისა და მილიონების სამეფოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნავთობისა და მილიონების სამეფოში“
ჟანრი სოციალური დრამა
რეჟისორი ბორის სვეტლოვი
სცენარის ავტორი ანა პანოვა-პოტიომკინა
ნაწარმოები ნავთობისა და მილიონების სამყაროში
ეფუძნება იბრაჰიმ მუსაბეკოვის მოთხრობას
როლებში

ჰუსეინ არაბლინსკი

ვ. ლენინი

კ. პიონტოვსკაია
ოპერატორი გრიგორი ლემბერგი
გამოსვლის თარიღი 1916 წელი
ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთის იმპერია
ენა რუსული

„ნავთობისა და მილიონების სამეფოში“ (აზერ. Neft və milyonlar səltənətində) — 1916 წლის რუსული მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია ბორის სვეტლოვი. გადაღებულია „ძმები პირონების“ კინოსტუდიის მიერ.  დაფუძნებულია იბრაჰიმ მუსაბეკოვის იმავე სახელწოდების მოთხრობაზე. გადაღებები მიმდინარეობდა ბაქოსა და თბილისი. ფილმს სპონსორობა გაუწიეს ნავთობის მრეწველებმა[1].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი გვიჩვენებს ბაქოს XX საუკუნის დასაწყისში, ბაქოს მილიონერების ცხოვრებასა და მუშების ცხოვრებას. ბაქოს მახლობლად მცხოვრები ღარიბი ქვრივს თავის ოჯახში ფული შემოაქვს. ის მოსამსახურედ მუშაობს. დედა თავის შვილს მედრესეში აგზავნის სასწავლებლად, მაგრამ მას მალე იქიდან გამოაგდებენ. სასოწარკვეთილი ქალი აწყობს თავის ვაჟს სამსახურში ვაჭარ ჰასანთან. რამდენიმე წლის შემდეგ, ჯალილის დედა გარდაიცვლება. ჯალილი კი სახლში ბრუნდება.

ჯალილის ღარიბი სახლი და მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მდიდარი ლუტფალი ბეგის საკუთრებასთან.

გავიდა რამდენიმე წელი. აფეშორნის ტერიტორიაზე ნავთობის ჭაბურღილების რაოდენობა იზრდებოდა. ნავთობს მოჰქონდა წარმოუდგენელი სიმდიდრე მეწარმეებისთვის. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ლუტფალი ბეგმა და ჯალილმა თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და მეორეს ეზოში გაატარეს ნავთობის ჭაბურღილი. მალე ჯალილი გამდიდრდა.

ჯალილს გარდაეცვლება მეზობელი. ის მივა მის პანაშვიდზე და იქ დაინახავს გარდაცვლილის ქალიშვილსა და თავისი ბავშვობის მეგობარს შაფიგას. შაფიგა გაიზაფრდა და ძალიან ლამაზ ქალად დადგა. მალე ჯალილი და შაფიგა დაქორწინდებიან.

ჯალილი თავის ცოლს არ მალავს უცხო თვალებისგან, როგორც ამას მისი ტრადიცია მოითხოვს. ლუტფალი ბეგი შეყვარებულია შაფიგაზე. ის გამოუტყდება შაფიგას სიყვარულში, ეს უკანასკნელი კი მას სახლიდან გააგდებს. ამის შემდეგ ლუტფალი ბეგი იწყებს შურისძიებას ჯალილზე. ლუტფალი ბეგის გავლენის ქვეშ მყოფი ჯალილი დაიწყებს სმას, დაინტერესდება აზარტული თამაშებით. ის გაიცნობს ახალგაზრდა ქალს ოლღას და ბევრ ფულს დაახარჯებს მას. ოლღა, რომელიც შეთქმულებაშია ლუტფალი ბეგთან ერთად  მოგზაურობს ჯალილთან ერთად. ბოლოს ბევრ ფულს მოპარავს და გაიქცევა. ჯალილ ბეგი აღმოაჩენს, რომ გაკოტრდა. ამ დროის განმავლობაში კი ლუტფალი ბეგმა ხელში ჩაიგდო ჯალილის სახლი და გააგდო სახლიდან მისი მეუღლე შაფიგა. შაფიგა თავშესაფარს მოძებნის ხანდაზმული გურბანის სახლში, რომელიც მის ქმართან ერთად მსახურობდა ვაჭარ ჰასანთან. ჯალილი ბრუნდება ბაქოში. ის იპოვის თავის ცოლსა და ვაჟს, თუმცა მისი ოჯახის მძიმე მდგომარეობას ვერ უძლებს და მას გული უსკდება. ქმრის სიკვდილის შემდეგ ლუტფალი ბეგი შესთავაზებს შაფიგას გაჰყვეს მას ცოლად. ამ წინადადების მოსმენის შემდეგ შაფიგას მოთმინების ფიალა აევსება და ლუტფალი ბეგს ზურგში დანას გაუყრის.

ფაქტები ფილმის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფილმი გადაიღეს მწერალი იბრაჰიმ ბექ მუსაბეკოვის მოთხრობის მიხედვით.
  • ფილმი პირველად ნაჩვენები იქნა საფრანგეთის ელექტრობიოგრაფიაში (ამჟამინდელი ბაქოს უნივერსალური მაღაზია), რომლის მფლობელიც ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევია.
  • ფილმი არის მსახიობი ჰუსეინ არაბლინსკის პირველი და ბოლო ნამუშევარი კინომატოგრაფიაში.
  • ფილმი  მეჰმეთ ალილის პირველი ნამუშევარია კინოში.
  • ფილმი  აზერბაიჯანში პირველი ფილმად ითვლებოდა. ანუ აზერბაიჯანული კინოს ისტორია 1916 წლის 14 მაისს თარიღდება იმ თარიღიდან, როდესაც ფილმი ნაჩვენები იყო[2].
  • ფილმი ეკუთვნოდა ძმებ პირონებს.
  • ფილმის გადასაღებად, ბორის სტეფლოვი და რეჟისორი გრიგორი ლემბერკი სანქტ-პეტერბურგიდან ბაქოში მიიწვიეს.
  • ბაქოს გარდა, ფილმი ნაჩვენები იყო ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქალაქებში.
  • ფილმის ტიტრები აზერბაიჯანულ ენაზეა.
  • ფილმი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია აზერბაიჯანის კინოს ისტორიაში.
  • ფილმის გადაღება ნავთობ მეწარმეების ხარჯზე მოხდა.
  • ამ ფილმის ბროშურა დაცულია ახუნდოვის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის იშვიათი ასლების განყოფილებაში. ბროშურაში ფილმის შინაარსი დაიწერა აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე და გაშუქებული იყო ფილმის ფოტოები.
  • ფილმის მეორე ვერსია, „ნავთობისა და მილიონების სამეფოში“, ეკრანზე გამოვიდა 1980 წელს, სახელწოდებით „ოქროს კლდე“. ამ მელოდრამის რეჟისორი ფიკრეტ ალიევია.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰუსეინ არაბლინსკი — ლუტფალი ბეგი
  • მამედ ალილი — მოსწავლე მალახანაში
  • ჯაბარ კარიაგდიოღლუ — ხანენდე
  • გურბან პირიმოვი — თარის დამკვრელი
  • მადათოვი — მოცეკვავე
  • ვ. ლენინი — ჯალილი
  • კ. პიონტოვსკაია — შაფიგა
  • რეგინა ლაზარევა — ოლღა
  • ევგენი მურომსკი — გურბანი
  • ე. ორლიცკაია — ჯალილის დედა
  • ე. ივანოვსკი — შაფიგას მამა
  • ვლადიმირ ვაზემსკი — ჰასანი
  • ნ. დობრინინი — ექიმი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]