ნავთი
იერსახე
ნავთი — ნავთობის ფრაქცია, რომელიც დუღს 200-300°C ტემპერატურულ ინტერვალში; იყენებენ ღუმლისა და ძრავას საწვავად. გამოიმუშავებენ სხვადასხვა ფრაქციული შედგენილობისა და თვისებების მქონე ნავთს. სანათი ნავთი ორი ძირითადი სახისაა: მსუბუქი და მძიმე — პირონაფთი. მსუბუქ ნავთს (სიმკვრივე 830 კგ/მ³, აალების ტემპერატურა 90°C) შედარებით უსაფრთხოა ხანძრის გაჩენის თვალსაზრისით. იყენებენ საქვაბეების, შახტების, საწყობების, შუქურებისა და სხვათა გასანათებლად. სპეციალური ხარისხის ნავთობს, რომლის აალების ტემპერატურაა 40°C, იყენებენ ქვანახშირის ფლოტაციისათვის, და პიროლიზის ნედლეულად, ნავთობის ნავთის ფრაქციებს კი — რეაქტიულ საწვავად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 289.