ნავენახევის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი)
ნავენახევის მღვიმე
კოორდინატები: 42°14′56″ ჩ. გ. 42°51′35″ ა. გ. / 42.24889° ჩ. გ. 42.85972° ა. გ. / 42.24889; 42.85972
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თერჯოლის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 235 მ
სიგრძე 250 მ
ნავენახევის მღვიმე — საქართველო
ნავენახევის მღვიმე
ნავენახევის მღვიმე — იმერეთის მხარე
ნავენახევის მღვიმე

ნავენახევის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 235 მ სიმაღლეზე.[1] გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. ჯამური სიგრძე 250 მ-ს აღწევს. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ფორმის ფსკერზე იხსნება. წინა ნაწილში ჭერის სიმაღლე 5 მ-ია. შესასვლელიდან 30-ე მ-ზე ძირითადი დერეფანი 2-ად იყოფა. მეორე სართული მოკლე საფეხურებით ვრცელ დარბაზს უკავშირდება, რომლის ჭერის სიმაღლე 15 მ-ს აღემატება. ამჟამად შესასვლელამდე მიყვანილია მოპირკეთებული საავტომობილო გზა, შებმული აქვს რკინის კარი, გაყვანილია ბეტონირებული ტურისტული ბილიკები, სამზერი მოედნები. თანამედროვე ეტაპზე მღვიმის წინა ნაწილში შეინიშნება დროებითი ღვარების ძლიერი გავლენა. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების მოზრდილი ფორმები. ზოგიერთი მათგანის სიგრძე 5 მ-ია; მექანიკურიდან — ნგრევის ადგილობრივი პროდუქტები, თიხის სქელი ნაფენები (2–3 მ). ჰავა სტატიურია. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა 13,5–13,7°C აღწევს. მშრალია. აქა-იქ წვეთავს.[2] მღვიმეს გასასვლელი არ აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია. ბუნების ძეგლია.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 73
  2. ტატაშიძე ზ., წიქარიშვი­ლი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქარ­თვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.
  3. დაცული ტერიტორიების სააგენტო | ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი