შინაარსზე გადასვლა

ნადირ მონჯი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნადირ მონჯი კაშმირში

ნადირ მონჯი ― შემწვარი კერძი, რომელიც მზადდება ლოტოსის ღეროსა და დაფქული წიწაკისგან. წარმოიშვა ქაშმირში და გვხვდება მთელ სამხრეთ აზიაში.[1]

ნადირ მონჯის ჩვეულებრივ ამზადებენ ერთი ან ორი ინგრედიენტით, რომლებიც შეიძლება იყოს: ლოტოსის ფესვი, ბრინჯის ფქვილი, მარილი, წითელი წიწაკა, კვლიავი, ყვავილოვანი კომბოსტო, კაიენის წიწაკა, ჩილის წიწაკა ან ზოგჯერ შავი ძირა. ლოტოსის ფესვები იჭრება გრძელ ნაჭრებად და შემდეგ ზოლებად. ურევენ ბრინჯის ფქვილს, მარილს, წითელ წიწაკის ფხვნილს, კვლიავის მარცვლებსა და სხვადახვა სუნელს და წვავენ სპეციალურ ღუმელში. შეწვის შემდეგ ხდება ხრაშუნა და მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობის. კერძს მიირთმევენ ცხლად, ჩატნისთან ერთად.[2]

ნადირ მონჯი, როგორც წესი, მიირთმევა მთავარ კერძად ან აპეტაიზერად. ქაშმირში ის პოპულარულია სწრაფი კვების ობიექტებში.[3]

  1. Asian Agri-History Foundation (2006). Asian Agri-history. Asian Agri-History Foundation, გვ. 232. „.. Nadur monji is a delicacy prepared during fairs and community get-together.“ 
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Nadir Monji Recipe. FoodFood. ციტირების თარიღი: 29 July 2025
  3. Nadir Monji (Spicy, Crispy‑Fried Lotus Root) with Tamarind Chutney. Food Network. ციტირების თარიღი: 29 July 2025