ნადირ-შაჰის მეორე ლაშქრობა დაღესტანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნადირ შაჰის მეორე ლაშქრობა დაღესტნში
ნადირ-შაჰის დაღესტნის ლაშქრობების ნაწილი
თარიღი ოქტომბერი-დეკემბერი 1735
მიზეზი დარესტნის დაპყრობა
შედეგი
  • სურხაის და ელდარის დახევა არავიის სახანოში
  • აჰმედ-ხანის და სხვა ადგილობრივი მმართველების კაპიტულაცია
  • დიდი დანაკარგი ორივე მხრიდან
მხარეები
* აფშარიდების იმპერია * ღაზიყუმუხის სახანო
მეთაურები
* ნადირ-შაჰი
  • შამხალი ხაზბულატი
* სურხაი-ხანი
  • აჰმედ-ხანი
  • ელდარ შამხალი
  • აკუშის ჰაჯი აიუბი
ძალები
30 000 10 000 (სურხაი-ხანი)

ნადირ-შაჰის მეორე ლაშქრობა დაღესტანშისპარსეთის არმიის 1735 წლის ლაშქრობა ნადირ- შაჰის მეთაურობით დაღესტნის დასაპყრობად.

1734 წელს პირველი წარმატებული კამპანიის შემდეგ შაჰმა  დაღესტანი დატოვა. 1735 წლის მარტში რუსეთსა და სპარსეთს შორის დაიდო განჯის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც  სულაკის ქვემოთ მდებარე მიწები რუსეთმა შაჰს მიაკუთვნა, ხოლო მდინარე სულაკი გახდა  საზღვარი სამფლობელოებს შორის.

წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1735 წლის გაზაფხულზე ყუმის სახანოს ლეზგინებმა დაღესტნელების მხარდაჭერით ალყაში მოაქციეს ყუმის პროირანელი მმართველი ჰუსეინ-ალი-ხანი. ალყაშემორტყმული ხანის დასახმარებლად მოვიდნენ დერბენტის კომენდანტი და შამხალ ხასბულატი. მათ ერთად უკუაგდეს აჯანყებულები, რომელთა დანაკარგი შეადგენდა 300 მოკლულსა და ტყვეს.

ირანის ასეთმა უმოქმედობამ დაღესტნელებში გამოაცოცხლა დახმარების იმედი თურქების მხრიდან.

1735 წლის ზაფხულისთვის ნადირ-შაჰმა განდევნა თურქები ამიერკავკასიიდან.

1735 წლის შემოდგომაზე შაჰმა მეორე ლაშქრობა წამოიწყო დაღესტნელების წინააღმდეგ.

ლაშქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1735 წლის 11 ოქტომბერს შაჰი დაიძრა განჯიდან დაიძრა, დაამარცხა ჭარ-ბელაქანელები. კონტროლს დაუქვემდებარა შემახა, შეკი,ა, მუშკური და დაიძრა ტაბასარანისკენ. დერე-მაგალში,  შექმნა ბაზა: დერბენტის კომენდანტმა და რიზა-კული-მირზამ, ნადირის უფროსმა შვილმა აქ მოახდინეს საკვები მარაგის და სამხედრო კოლონის კონცენტრირება.  მასზე დაყრდნობით ნადირ- შაჰმა ერთდროულად დაარტყა ბუდუხს და ხინალუგს, დოკუზ-პარას და ახტი-პარას, კურას და ქაბირს. დაამარცხა ეს თემები. მან გააერთიანა ძალები კურესთან გილიარში  და იქიდან გადავიდა დერბენტში, 11 ნოემბერს უკვე მიაღწია მის ჩრდილოეთ მხარეს და აღმოჩნდა კაიტაღის ზღურბლზე. ამ ხნის განმავლობაშიელდარ შამხალმა, აჰმედ-ხანმა და სურხაიმ თავი მოუყარეს ძალებს კაზანიშჩესთან. მათ განზრახული ჰქონდათ დაემარცხებინათ შამხალ ხაზბულატი და ზურგი გაემაგრებინათ. ამით გაეხსნებოდათ გზა შაჰთან საბრძოლველად. უცმიამ ვერ მოასწრო მოკავშირეებთან გაერთიანება, მისი ჯარი ჯერ კიდევ კაიტაღის ფარგლებში იმყოფებოდა.

დერბენტის მხრიდან მათ ზურგს უმაგრებდა ხან-მაჰმედი. იმავე ღამეს ნადირ-შაჰი მცირე რაზმით წავიდა მაჯალისში, გადალახა ხან-მუჰამედის სანგრები, გაფანტა მისი ჯარი და დახოცა ტყვეები. ხან-მუჰამედმა და მისმა მცირე რაზმმა ზემო კაიტაღს შეაფარეს თავი. მაჯალისი და მიმდებარე სოფლები გაძარცვეს, სპარსელებმა ხელთ იგდეს პირუტყვი და მთელი  ქონება. გზადაგზა დაარბიეს სოფლები.  ნადირმა მიაღწია გუბდენს, სადაც ხაზბულატს შეუერთდა. ელდარმა უკან დაიხია ავარიის სახანო, სურხაიმ— ღაზიყუმუხში.

მიტოვებული აული კალა-კორეიში

17 დეკემბერს ირანელების და ხაზბულატის გაერთიანებული ჯარები გუბდენიდან  აკუშის გავლით კუმუხში გაემართნენ. მათ მორჩილება გამოუცხადა აკუშის ყადმა ხაჯი-აიუბმა. როგორც აღმოჩნდა, აკუშის ყადი  სურხაი-ხანს ფარულად უგზავნიდა დამხმარე ძალებს.

ყუმუხის მახლობლად მთებში ნადირ-შაჰმა გარს შემოუარა და ოთხი მხრიდან შეუტია სურხაის ძალებს. შაჰის 30 000 ჯარისკაცმა შეუტია სურხაის მე-10 000-ე არმიას.

მიუხედავად იმისა, რომ ძალები უთანასწორო იყო, შუა ბრძოლაში „მამაცი, უშიშარი სურხაი ბრძოლის შუაგულში შევარდა“. განსაკუთრებული როლი მთის ომში გამობრძმედილმა ავღანელებმა შეასრულეს. ომი მძაფრად წარიმართა. ორივე მხრიდან დიდი დანაკარგი იყო. ნადირ-შაჰის გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა რეზერვის უპირატესობამ, შაჰის ერთ  არმიას სხვები  მიჰყვებოდნენ. ნადირ-შაჰი არ გაება ხანის მიერ დაგებულ მახეში და ბრძოლა არ წარიმართა სურხაის გეგმის მიხედვით. მთიელებმა უკან დაიხიეს, სურხაიმ დარჩენილ ძალებთან ერთად დაიხია არავიაში.

მართალია, შაჰმა გამარჯვება მოიპოვა, მან ვერ გაბედა ავარიაზე გალაშქრება, ვინაიდან ჯარი საგრძნობლად იყო დასუსტებული. სურხაის დასახმარებლად თავისი არმიით ელდარი გაემართა. როდესაც კუმუხს მიუახლოვდნენ, სიმაღლეზე განლაგებული სპარსელი ჯარისკაცები სურხაის მეომრებში აერიათ და ხაფანგში მოხვდნენ. უმეტესობა დაიღუპა. ელდარმა ჯარის დარჩენილ ნაწილებთან ერთად გაქცევა მოახერხა.

შაჰმა, მედგარი წინააღმდეგობის შემდეგ, სასტიკად გაანადგურა აკუშის სოფლები და  აიძულა ყადი კაპიტულაცია გამოეცხადებინა.

შაჰის არმიის მეორე ნაწილი უცმიის დედაქალაქ ყალა-კორეიშისკენ დაიძრა. ირანის არმიამ ალყა შემოარტყა ქალაქს. აჰმად-ხანი იძულებული გახდა დანებებულიყო. ნადირ-შაჰთან მშვიდობის უზრუნველსაყოფად უცმიას ქალიშვილი მიათხოვესასევე უცმიას ოჯახის წარმომადგენელ ყუბანის ხანს —ჰუსეინ-ალის.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნადირ-შაჰის ხმლები

შაჰმა დააჯილდოვა ხაზბულატ შამხალი და მის მხარეს გადასული დაღესტნელი მთავრები. შემდეგ გაემართა მუღანის სტეპისკენ, სადაც 1736 წლის მარტში ჩავიდა.

1736-1737 წლებში შირვანსა და დაღესტანში დიდი არეულობა მოხდა. 1736 წლის გაზაფხულზე სურხაი ხანი მთიელთა მეთაურობით თავს დაესხა დერბენტსა და ძველ შემახას.

1738 წელს ჭარო-ბელაქანის კავშირის მოსახლეობა კვლავ აჯანყდა. მოკლეს ნადირ-შაჰის ძმა იბრაჰიმ ხანი.  ძმის მკვლელობამ და შემაშფოთებელმა ამბებმა დაღესტნიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც არ ცნობდნენ ირანის ხელისუფლებას, აიძულა ნადირ- შაჰი მოეწყო მორიგი კამპანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]