ნადირ-შაჰის ლაშქრობა ცენტრალურ აზიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნადირ-შაჰის ლაშქრობა ცენტრალურ აზიაში
ნადირ-შაჰი ომების ნაწილი

ნადირ-შაჰის ჯარები ხვარაზმელთა წინააღმდეგ ბრძოლაში (პიტნაკა)
თარიღი 1737—1740
მდებარეობა ცენტრალური აზია
შედეგი სპარსეთის გამარჯვება
მხარეები
აფშარიდების იმპერია *ბუხარის სახანო
მეთაურები
*ნადირ-შაჰი
  • რეზა ყული მირზა
  • შაჰთამაზ ჯალაიერი
* აბულფეიზ-ხანი
  • მუჰამედ ჰაკიმ-ბეი
  • ილბარს-ხანი †
ძალები
60 000-ზე მეტი
დანაკარგები
მინიმალური მძიმე

ნადირ-შაჰის ლაშქრობა ცენტრალურ აზიაში — სპარსეთის მმართველის ნადირ-შაჰის 1737-1740 წლების კამპანია ცენტრალური აზიის სახანოების — ბუხარისა და ხივას დასამორჩილებლად.

პირველი ბრძოლები 1737 წელს გაიმართა. როდესაც აფშარიდების ლიდერი ნადირ-შაჰი ინდოეთში იბრძოდა, ნადირ- შაჰის ვაჟმა და მისმა ნაცვალმა რეზა ყული მირზამ გაიმარჯვეს კარშის ბრძოლაში. სპარსელთა თავდასხმებმა აღაშფოთა ხივას მმართველი ილბარს ხანი.  იგი შურისძიებით დაიმუქრა, ნადირ-შაჰმა თავის შვილს უბრძანა შეეწყვიტა საომარი მოქმედებები, რათა კონცენტრირებულიყო ინდოეთის ომზე. სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნების შემდეგ, ნადირ-შაჰმა დაიწყო ლაშქრობის ორგანიზება შუა აზიის წინააღმდეგ.[1]ცენტრალური აზიის სახანოების დამორჩილების შემდეგ ნადირ-შაჰის იმპერია მთელი თავისი არსებობის ისტორიაში უდიდეს ტერიტორიებს მოიცავდა.[2]

ბუხარის დამორჩილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1734-1735 წლებში ხივას მმართველმა ილბარს-ხანმა თურქმენთა დიდი რაზმი გაგზავნა ხორასანის წინააღმდეგ. მათ გაძარცვეს ქურთების სოფლები ალადაგისა და სამალგანის მთების რაიონებში, მაგრამ შემდეგ დამარცხდნენ ნადირ-შაჰის არმიის წინააღმდეგ. 1737 წელს რეზა ყული-მირზამ, ნადირ-შაჰის ვაჟმა და იმპერიის გამგებელმა დაიმორჩილა ბალხის და ანდხოის მმართველები და დაუპირისპირდა ბუხარას. [3]

ბუხარას მმართველმა აბულფეიზ-ხანმა დახმარებისთვის მიმართა ილბარსს, რომელიც მავერანაჰრიდან თავისი ჯარით დაიძრა. 1738 წელს ილბარსმა ხორასანში შეჭრა განიზრახა, მაგრამ აბივარდის სამხრეთით რამდენიმე სოფლის გაძარცვის შემდეგ დაბრუნდა თავის სამფლობელოებში.

ნადირ-შაჰი იმ დროს უკვე ამუშავებდა თურქესტანში შეჭრის გეგმას. ამისთვის პირველ რიგში მოითხოვა ამუდარიაზე საკმარისად ფართო ხიდის აგება,  ორ აქლემში შებმული საზიდარი რომ თავისუფლად გადასულიყო. ეს სამუშაო 45 დღეში დასრულდა და ნადირ-შაჰმა თავის ჯარს უბრძანა მდინარის ორივე მხარეს ორი სიმაგრე აეგოთ. თითოეულში 5000 ჯარისკაცი განათავსა. ამ მზადების შემდეგ ჯარი ნადირ-შაჰის მეთაურობით ბუხარისკენ გაემართა და ჯარისკაცების დაღლილობის მიუხედავად ქალაქს  შეუტია.

შაჰმა თავისი ჯარი შემდეგნაირად განალაგა: მარჯვენა და მარცხენა ფლანგები, ცენტრი, არტილერია, უკანა დაცვა და პოლკი. თითოეულ პოზიციას ჰყავდა თავისი მეთაური. ნადირ-შაჰის არმიამ ცეცხლი გაუხსნა უზბეკებს ქვემეხებით, ნაღმტყორცნებით, ჰაუბიცებითა და თოფებით. უზბეკებს  არასდროს ჰქონიათ საქმე ასეთი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ მოწინააღმდეგესთან. ბევრი მათგანი დაიღუპა ან გაიქცა. ბრძოლის შემდეგ სპარსეთის არმიაში 30000 უზბეკი ჯარისკაცი შეიყვანეს.[4]

პიტნაკის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუხარას დაპყრობის შემდეგ 1740 წელს   ნადირ- შაჰი მიუბრუნდა ხივის სახანოს და გაგზავნა ელჩები ილბარსთან დამორჩილების მოთხოვნით. ელჩები, რომელთაგან ორი შეიხი გახლდათ, ილბარის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. შედეგად ნადირ- შაჰმა დაამარცხა ხივის ჯარი პიტნაკთან ბრძოლაში, ხორეზმის სამხრეთ საზღვრებთან.

მომდევნო ბრძოლაში ნადირ-შაჰი პირისპირ შეხვდა ილბარსის ჯარს, რომელიც შედგებოდა 30000 უზბეკი და თურქმენი მხედრისგან. შემდგომი შეტაკებისას ნადირ-შაჰის ლაშქარმა ამუდარია გადალახა და ილბარსის ჯარებს მიადგა. ხანმოკლე და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ ხიველები დაიბნენ. არაერთხელ სცადა ილბარსმა არმიის რიგების აღდგენა და კონტრშეტევის დაწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე მარცხდებოდა. ბოლოს იძულებული გახდა მარცხი ეღიარებინა.[5]

ქალაქ კანკაში ალყაში მოქცეული ილბარსი ნადირ-შაჰს ჩაბარდა. იგი ოც ემირთან ერთად სიკვდილით დასაჯეს (ზოგიერთი წყაროს მიხედვით,  ცოცხლად დამარხეს). შაჰმა მათი სიკვდილით დასჯა ახსნა, როგორც შურისძიება ელჩების — ჯუიბარის შეიხების მკვლელობისთვის, რასაც დაჟინებით მოითხოვდნენ მომკლულების მემკვიდრეები.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Michael Axworthy. The Sword of Persia: Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant. — I.B.Tauris & Co Ltd. — 2006.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ILBĀRS KHAN. iranicaonline.org.
  2. Britannica: Afshārid Turkmen: «Nādr, an Afshārid Turkmen from northern Khorāsān, was eventually able to reunite Iran,»
  3. La stratégie militaire, les campagnes et les batailles de Nâder Shâh - La Revue de Téhéran - Iran. teheran.ir.
  4. Encyclopaedia Iranica. NĀDER SHAH.: «Born in November 1688 into a humble pastoral family, then at its winter camp in Darra Gaz in the mountains north of Mashad, Nāder belonged to a group of the Qirqlu branch of the Afšār (q.v.) Turkmen. Beginning in the 16th century, the Safavids had settled groups of Afšārs in northern Khorasan to defend Mashad against Uzbek incursions. »
  5. Solaiman M. Fazel. Ethnohistory of the Qizilbash in Kabul: Migration, State, and a Shi'a Minority. — p. 70.
  6. Richard Foltz. Iran in World History. — p. 80.