ნადეჟდა სავჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნადეჟდა სავჩენკო
მშობლიური სახელი უკრ. Надія Вікторівна Савченко
დაბადების თარიღი 11 მაისი, 1981
კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
ეროვნება უკრაინელი
მოქალაქეობა უკრაინის დროშა უკრაინა
საქმიანობა პოლიტიკოსი, სამხედრო
პარტია „ბატკივშინა“

ნადეჟდა სავჩენკო (უკრ. Надія Вікторівна Савченко; დ. 11 მაისი, 1981, კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო კაპიტნის წოდებით. უკრაინის შეარაღებული ძალების არმიული ავიაციის მესამე პოლკის ვერტმფრენი მი-24-ის შტურმან-ოპერატორი.[1] უკრაინის უმაღლესი რადის მერვე მოწვევის დეპუტატი პარტია „ბატკივშინადან“ 2014 წლის ნეომრბიდან.[2] ევროპის საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის დელეგაციის წევრი 2014 წლის 25 დეკემბრიდან.[3] უკრაინის გმირი (2015).[4]

ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ ის ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დაადანაშუალა და დონეცკის საქალაქო სასამართლომ მას 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2016 წლის 25 მაისს ვლადიმერ პუტინმა სავჩენკო შეიწყალა.[5] ამავე დროს უკრაინულმა მხარემ გაათავისუფლა ორი რუსი სამხედრო — ალექსანდროვი და ეროფეევი.[6][7][8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]