ნადარბაზევის ეკლესია (ნურთაზაბთანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნადარბაზევის ეკლესია „ნურთაზაბთან“ — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში. აგებულია X საუკუნეში.

ნაეკლესიარი მდებარეობს სოფლის სამხრეთ განაპირას. ძეგლის სამხრეთით შემორჩენილია მრავალი რელიეფური და ორნამენტული ქვა, აგრეთვე, დიდი ზომის ტუფის კვადრები. ქვის გროვის ქვეშ იკითხება სამეკლესიანი ბაზილიკის გეგმა.

შემორჩენილი ფრაგმენტები საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ ძეგლის პირვანდელი სახე. იგი დიდი ზომის, მდიდრულად მორთული ნაგებობა უნდა ყოფილიყო, რომელიც აშენებულია თლილი, ღვინისფერი ქვის კვადრებით. დეკორატიული მორთულობა გამოირჩევა ფორმათა მარტივი მოდელირებით და მასიურობით. ეკლესიის კედლების გაფორმებისას გამოყენებულია ფერადოვანი ეფექტები, რაც კარგად ჩანს შემორჩენილი ორნამენტული ფრაგმენტებიდან და რელიეფებიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004