ნაგომრის კულტურის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაგომრის კულტურის სახლი

ნაგომრის კულტურის სახლი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში. აშენებულია 1961 წელს. სიმონ გუგუნავას „პოეზიის სასახლის“ ადგილზე რომელიც გადაწვა რუსეთის იმპერიის სადამსჯელო რაზმმა 1906 წლის თებერვალში. კულტურის სახლი იტევდა 450 მაყურებელს იტევდა. მის ასაშენებლად 70 000 მანეთი იქნა გადახდილი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურის სახლი T-ებური გეგმარების ორ სართულიანი ნაგებობაა. მთავარი ფასადი სამხრეთ-დასავლეთ მხარეს გადის. მთავარ ფასადზე ცენტრალურ ნაწილში რიზალიტი გადის, რომელიც 4 კაპიტელიან კოლონას ეყრდნობა. კოლონებზე თაღები გადადის, რომელზეც დაყრდნობილია ფრონტონი. რიზალიტის უკან პირველ სართულზე ცენტრალურ ნაწილში მართკუთხა კარია გაჭრილი, ხოლო გვერდებში კი თითო-თითო სარკმელი. ღიობები მორთული პროფილირებული საპირეებით. მეორე სართულზე კი ცენტრალურ ნაწილში თაღიანი კარია, რომელიც რკინის მოაჯირიან აივანზე გადის და მვერდებში ასევე თითო-თითო სარკმელია. რიზალიტის განაპირას ფასადზე, ორივე სართულზე თითო მართკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლებით პროფილირებულ თაროებზეა დაყდნობილი. პირველი სართული რუსტირებულია. მთავარი ფასადის წინ წრიული ფორმის შადრევანია გამართული, რომლის ცენტრში აღმართულია მცენარეული მოტივით მორთული დეკორატიული საშადრევნე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21026