შინაარსზე გადასვლა

ნაგებობების მიახლოების გაბარიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1860 წლის ნაგებობების მიახლოების გაბარიტი რუსეთის იმპერიაში
ვიწრო მოსახვევებში გრძელი ვაგონები, ამ ვაგონ-ექსპრესის მსგავსი სიგრძით 26,4 მეტრი, უფრო შორს მიდიან, ვიდრე პირდაპირ ლიანდაგში. (180°-იანი მოსახვევი კიონიგშტაინთან სიახლოვეს)

ნაგებობების მიახლოების გაბარიტი — ზღვრული განივი ლიანდაგის ღერძის პერპენდიკულარული მოხაზულობა, რომლის შიგნით, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის გარდა, არ შეიძლება შედიოდეს ნაგებობებისა და მოწყობილობების არანაირი ნაწილი. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ ის მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია მოძრავ შემადგენლობასთან უშუალო ურთიერთქმედებისათვის (ვაგონის შემანელებლები, საკონტაქტო ქსელები და სხვა).

სახელმწიფო სტანდარტით ГОСТ 9238-83 დგინდება ნაგებობების მიახლოების გაბარიტების ორი სახეობა: С და Сп.

  • გაბარიტი С ვრცელდება რკინიგზების საერთო ქსელის ლიანდაგებზე, ნაგებობებზე და მოწყობილობებზე, ასევე მისასვლელი ლიანდაგებზე სადგურიდან სამრეწველო საწარმოს ტერიტორიამდე.
  • გაბარიტი Сп გამოირჩევა მცირე ვერტიკალური ზომებით და ვრცელდება ლიანდაგებზე, ნაგებობებზე და მოწყობილობებზე, რომლებიც მდებარეობენ სამრეწველო, სატრანსპორტო საწარმოო და რკინიგზის სადგურების ტერიტორიებზე და ტერიტორიებს შორის.

გაბარიტების ზომები გამოითვლება: ჰორიზონტალური — ლიანდაგის ღერძიდან; ვერტიკალური — რელსის თავის ზედა დონიდან. რელსის თავის დონე განისაზღვრება, როგორც ჰორიზონტალური ხაზი, რელსის თავის ზედა მხები. რადგან რკინიგზის ლიანდაგში ჩაგებულ რელსს აქვს დახრა, მისი თავის გოგორწყვილებთან შეხების ზედაპირი არ არის ჰორიზონტალური. მოხვეულ ლიანდაგში, სადაც გარე რელსის ძაფს აქვს გარე რელსის შემაღლება, რელსის თავის დონე განისაზღვრება რელსის შიდა ძაფზე.

  • Министерское постановление № 1 от 18 (30) მარტი, 1860 «О пределах размеров подвижного состава и приближения строений к путям железных дорог в России»
  • ЭСБЕ/Габарит
  • ГОСТ 6435 «Габариты подвижного состава и приближения строений железных дорог широкой колеи. Классификация и основные размеры». 1934 год
  • ГОСТ 9238-59 «Габариты приближения строений и подвижного состава железных дорог колеи 1524 мм»
  • ГОСТ 9238-73 «Габариты приближения строений и подвижного состава железных дорог колеи 1520 (1524) мм для линий со скоростью движения поездов не свыше 160 км/ч»
  • ГОСТ 9238-83 «Габариты приближения строений и подвижного состава железных дорог колеи 1520 (1524) мм»
  • ГОСТ 9238-2013 «Габариты железнодорожного подвижного состава и приближения строений»