ნაგარევის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი)
ნაგარევის მღვიმე
კოორდინატები: 42°14′27″ ჩ. გ. 42°48′25″ ა. გ. / 42.25583° ჩ. გ. 42.807028° ა. გ. / 42.25583; 42.807028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თერჯოლის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 190 მ
სიგრძე 140 მ
ნაგარევის მღვიმე — საქართველო
ნაგარევის მღვიმე
ნაგარევის მღვიმე — იმერეთის მხარე
ნაგარევის მღვიმე

ნაგარევის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, სოფელ გოდოგანის მიდამოებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჭიშურის მარცხენა ფერდობზე, გოდოგანის მღვიმიდან სამხრეთ-დასავლეთით 700 მ-ში, ზღვის დონიდან 190 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში.[1]

მღვიმე კარსტული ძაბრის ფსკერიდან სპირალურად ჩადის ქვევით და შემდეგ 140 მ სიგრძის ვიწრო, ნაკადოვანი გვირაბის ფორმას იღებს. მაქსიმალური სიმაღლე 5–6 მ. ფსკერის ფართობი 280 მ², საერთო მოცულობა 420 მ³. მღვიმე შედგება ვიწრო დერეფნებისა და პატარა დარბაზებისაგან. წინა ნაწილი ორსართულიანია. გვხვდება ტერასების ფრაგმენტები.[2]

ჰავა სტატიკურია. 1959 წლის მდგომარეობით ჰაერის ტემპერატურა 14 °C. ქიმიური და მექანიკური ნალექები სუსტად არის წარმოდგენილი. განშტოებების შეერთების ადგილზე პატარა ნაკადული ისახება. წვიმების დროს მთლიანად წყლით ივსება. მღვიმე ადვილი გასასვლელია. ზოგიერთ ადგილას საჭიროა ხოხვით ძვრომა. შედგენილია გეგმა და ჭრილები.[2]

ნაგარევის მღვიმე ბუნების ძეგლია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა 3 სთ; თბილისი — ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი — ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი 8 კმ. ხანგრძლივობა 30 წთ.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 73
  2. 2.0 2.1 ზ. ტატაშიძე, კ. წიქარიშვილი, ჯ. ჯიშკარიანი. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009
  3. დაცული ტერიტორიების სააგენტო | ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი