ნაგალა მეხილეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნაგალა მეხილეობა — დაბალტანიანი ხეხილის (უმეტესად ვაშლისა და მსხლის) გაშენება. ნაგალა (ჯუჯა, ქონდარა) ხეხილს თავისი ბიოლოგიური თვისებების გამო მაღალმზარდ ხეხილთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობა აქვს, რომელთაგან აღსანიშნავია ადრე მსხმოიარობა (დარგვიდან მე-3—მე-4 წელს), უხვი და მყარი მოსავლიანობა, ხილის მაღალი ხარისხი, მოვლის სიადვილე და სხვა. ნაგალა ხეხილის გასაშენებლად იყენებენ ნაგალა ტიპის საძირეებს. ვაშლისათვის ძირითადი ნაგალა საძირეა პარადისის სხვადასხვა ფორმა, ნახევრად ნაგალასი — დუსენი. მსხლისათვის იყენებენ კომშის ზოგიერთ ფორმას.

საქართველოში ვაშლის ბაღები ძირითადად დუსენის ნახევარნაგალა საძირეებზე შენდება. გარკვეული ადგილი უკავია აგრეთვე პარადისის ნაგალა საძირეზე გაშენებულ ბაღებსაც. ნაგალა ხეხილს ფართოდ იყენებენ აგრეთვე ძლიერმოზარდი ახალგაზრდა ხეხილის ბაღების შესამჭიდროებლად, რაც უზრუნველყოფს ფართობის ერთეულზე მოსავლიანობის მნიშვნელოვან ზრდას.

ნაგალა ხეხილი, მცირე სიმძლავრის ფესვთა სისტემის გამო, სათანადო მოვლისა და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პირობებში, კარგად ხარობს ფერდობებზე არაღრმა (0,5 მ) ნიადაგებზეც. თუ ასეთი პირობები არ არის, ნაგალა ხეხილის გაშენება, მიზანშეუწონელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]