ნაბი ჰაზრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნაბი ჰაზრი
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი 1924(1924-12-10)[1]
დაბადების ადგილი ხირდალანი
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი 2007(2007-01-15)[1] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, სცენარისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და მთარგმნელი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინური კომკავშირის პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, დამოუკიდებლობის ორდენი, დიდების ორდენი და აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ნაბი ჰაზრი (აზერ. Nəbi Xəzri; ნამდვილი სახელი და გვარი ნაბი ალექბეროღლუ ბაბაევი) (დ. 10 დეკემბერი, 1924, ხურდალანი — გ. 15 იანვარი, 2007, ბაქო) — აზერბაიჯანელი პოეტი. სკკპ წევრი 1955-იდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. ლექსებს აქვეყნებს 1944-იდან. პირველი კრებული „ოცნებათა ყვავილები“ გამოსცა 1950. წერს პოემებს („სუმგაითის დღიური“ და სხვა). უმღერის სამშობლოს, სიყვარულს, მეგობრობას (ლექსი „ქართველ ძმებს“). ეკუთვნის კრებული „სამშობლო და უცხო მხარე“ (1958), „მუხა კლდეზე“ (1959), „დროის კალაპოტი“ და სხვა. თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, შანდორ პეტეფის, ჰოვანეს თუმანიანის, დავით გურამიშვილის ლექსები.

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 IMSLP — 2006.