1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც მოთავსებული იყო ერთსართულიანი ხის ექვსოთახიან შენობაში, ახლად გახსნილ სკოლაში მუშაობდა 5 მასწავლებელი. 1931 წლიდან მიენიჭა რევოლუციონერის, ვანო სტურუას სახელი. 1937 წლიდან დაწყებითი სკოლა გადაკეთდა 7 წლიან სკოლად. 1942 წლიდან 7 წლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1948 წლიდან საშუალო სკოლა კვლავ გადაკეთდა 8 წლიან სკოლად, ხოლო 1952 წლიდან ისევ საშუალო სკოლად.