სტოუნ-ტაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მჯი-მკონგვე)
სტოუნ-ტაუნი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ტანზანიის დროშა ტანზანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, vi
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 6°09′53″ ს. გ. 39°11′55″ ა. გ. / 6.16472° ს. გ. 39.19861° ა. გ. / -6.16472; 39.19861
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 173
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 173
ინგლ.რუს.ფრ.

სტოუნ-ტაუნი, აგრეთვე ცნობილი როგორც მჯი-მკონგვე (სუაჰილზე „ძველი ქალაქი“) — ქალაქ ზანზიბარის ძველი ნაწილი ტანზანიაში. მდებარეობს ზანზიბარის არქიპელაგის მთავარი კუნძულის, ზანზიბარის დასავლეთ ნაპირზე. XIX საუკუნეში წარმოადგენდა ზანზიბარის სასულთნოს დედაქალაქს, სუნელებით ვაჭრობის აყვავებულ ცენტრს, ისევე როგორც მონათვაჭრობის. კოლონიურ პერიოდში მან კვლავ შეინარჩუნა ზანზიბარის მთავარი ქალაქის სტატუსი. როდესაც ტანგანიკა და ზანზიბარი გაერთიანდნენ და შექმნეს ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, ზანზიბარმა მაინც შეინარჩუნა ნახევრად-ავტონომიის სტატუსი, მისი მთავრობა კი სწორედ სტოუნ-ტაუნში იჯდა.

სტოუნ-ტაუნი აღმოსავლეთ აფრიკის ისტორიისა და ხელოვნების წამყვანი მნიშვნელობის ქალაქია. მისი არქიტექტურა, რომლის ძირითადი ნაწილიც XIX საუკუნით თარიღდება, ასახავს განსხვავებულ გავლენებს სუაჰილის კულტურისა და მასთან უნიკალურად შერწყმული მავრული, არაბული, სპარსული, ინდური და ევროპული ელემენტებისას. ამ მიზეზით, 2000 წელს იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

მისი მემკვიდრეობის წყალობით, სტოუნ-ტაუნი ტანზანიის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მისი ეკონომიკის დიდი ნაწილი ტურიზმთან დაკავშირებულ აქტივობებზეა დამოკიდებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]