მჯდომთვალიანები
იერსახე
| მჯდომთვალიანები | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Planorbarius corneus | ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Basommatophora | ||||||||||
| ||||||||||
მჯდომთვალიანები (ლათ. Basommatophora) — ფილტვიანი მოლუსკების რიგი, რომლის წამომადგენლებს თვალები საცეცების ძირში აქვთ. კარგად განვითარებული ნიჟარა სპირალურადაა დახვეული. უმთავრესად მტკნარი წყლის ფორმებია. მჯდომთვალიანების რიგშია გაერთიანებული საქართველოს მტკნარი წყლის მოლუსკების უმრავლესობა (Limnaea, Planorbis, Physa, Ancylus და სხვა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 278.