მჭედლიანთკარის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მჭედლიანთკარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭედლიანთკარის განაპირას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

კოშკი სწორკუთხაა, ნაგებია ქვიშაქვით. სართულშუა გადახურვა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კუთხე და IV სართულის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, II სართულზე. კარის წინ ქვიშაქვით ნაგები პატარა ბაქანია. I სართული სქელკედლიანია ყრუ სათავსია. კედლები ყოველ ზედა სართულზე თითო საფეხურით ვიწროვდება. ამ საფეხურებზე ხის სართულშუა გადახურვის კოჭები იყო დაყრდნობილი. II სართულზე შესასვლელის პირდაპირ ბუხარია, ჩრდილოეთ კედელში სამი სათოფურია, სამხრეთისაში - ორი. III სართულზე ცხრა სათოფურია. IV სართულზე, ჩრდილოეთ კედელზე, ორი სალოდეა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]