მჭედლები
| „მჭედლები“ | |
|---|---|
|
ძმები ლუმიერების სინემატოგრაფის რეკლამა | |
| რეჟისორი | ლუი ლუმიერი |
| პროდიუსერი | ლუი ლუმიერი |
| ოპერატორი | ლუი ლუმიერი |
| გამოსვლის თარიღი |
1895 28 ივნისი, 1896 წელი (ფინეთი) |
| ხანგრძლივობა | 49 წამი |
| ქვეყანა | საფრანგეთი |
| ენა | მუნჯი |
„მჭედლები“ (ასევე ცნობილი, როგორც „Les Forgerons“) — 1895 წლის ფრანგული, მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი, მუნჯი, დოკუმენტური ფილმი. მისი რეჟისორი და პროდიუსერი ლუი ლუმიერი იყო. მისი სიძველიდან გამომდინარე, ფილმის ინტერნეტიდან უფასოდ გადმოწერა დაშვებული და შესაძლებელია.
ფილმი ლუმიერების სინემატოგრაფის პირველი სარეკლამო პრეზენტაციის ნაწილს წარმოადგენდა (1895 წლის 28 დეკემბერი, სალონი ინდიენი, გრან-კაფე, კაპუცინების ქუჩის N14, პარიზი).[1]
გადაღების პროცესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადაღებულ იქნა სინემატოგრაფით, კამერით, რომელიც ფილმის პროექტორად და დამამუშავებლადაც გამოიყენებოდა. ყველა სხვა ადრეული ლუმიერის ფილმის მსგავსად, ჩანაწერი 35 მმ ფორმატში, 1.33:1-ის სიგრძე-სიგანის თანაფარდობით გაკეთდა.[2]
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორი მჭედელი მუშაობს. ეკრანის მარცხნივ მდგომი კაცი გრდემლს ჩაქუჩს ურტყამს, ხოლო მარჯვნივ მდგომი მოწყობილობას ქოქავს. მარცხენა ჩაქუჩით დამუშავებულ რკინას გრდემლიდან იღებს და წყლიან ვედროში დებს. ფილმის დასასრულს კადრში მესამე კაცი შემოდის, რომელსაც ხელში ბოთლი და ღვინის ჭიქა უკავია, გრდემლთან მდგარ მჭედელს ჭიქას აწვდის, შემდეგ კი ღვინოსაც უსხამს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Salon Indien, Grand Café, Paris. Who's Who of Victorian Cinema. ციტირების თარიღი: 2007-04-05.
- ↑ Technical Specifications. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 2007-04-05.