მწყობრი (მუსიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მწყობრიმუსიკაში მესაკრავეთა და მომღერალ-მგალობელთა ჯგუფის ძვ. ქართული სახელწოდება. პარალელურად იხმარებოდა გუნდი, დასი, ძნობა, კრებული. ტერმინი განსაკუთრებით XI-XII საუკუნეებში ყოფილა გავრცელებული. მოგვიანებით იხმარებოდა „შეწყობილის“ მნიშვნელობითაც (სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ. ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938