მწიგნობართუხუცესი
მწიგნობართუხუცესი — მწიგნობართა უფროსი, სამეფო კარის სამდივნოს მეთაური ფეოდალური საქართველოში. მწიგნობართუხუცესი პირველად X-XI საუკუნეების ძეგლში იხსენიება. დავით აღმაშენებელმა საეკლესიო ფეოდალების თავგასულობის ალაგმვისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით მწიგნობართუხუცესობა ჭყონდიდელობასთან შეაერთა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 265.