მწვანე ხავსის სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მწვანე ხავსის სოკო
Boletus subtomentosus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ხავსის სოკო
სახეობა:  მწვანე ხავსის სოკო
ლათინური სახელი
Xerocomus subtomentosus (L.) Quél.

მწვანე ხავსის სოკო (ლათ. Xerocomus subtomentosus) — საჭმელი სოკო ხავსის სოკოს (ლათ. Xerocomus) გვარისა. ზოგიერთ კლასიფიკაციაში მას და ისევე როგორც ხავსის სოკოს მთლიან გვარს აერთიანებენ ბებერასოკოების (ლათ. Boletus) გვარში და შესაბამისად მოიხსენიებენ როგორც Boletus subtomentosus. ყველაზე გავრცელებული სახეობაა ხავსის სოკოს გვარიდან.

პირველად აღწერა შვედმა ბოტანიკოსმა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Boletus subtomentosus.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus subtomentosus L., 1753[2] basionym
  • Leccinum subtomentosum (L.) Gray, 1821
  • Rostkovites subtomentosus (L.) P. Karst., 1881
  • Versipellis subtomentosus (L.) Quél., 1886 და სხვა.[3]
  • Boletus crassipes Schaeff., 1774
  • Boletus cupreus Schaeff.,1774
  • Boletus lanatus Rostk., 1844
  • Boletus pannosus Rostk., 1844
  • Boletus striipes Fr., 1874
  • Boletus leguei Boud., 1894

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 3—10 სმ-მდე (1 ზოგჯერ 16 სმ-მდეც კი), ბალიშისებრ-ამოზნექილი, ხავერდოვანი, ქუდის ფერი — მონაცრისფრო ან ზეთისხილისფერ-წაბლისფერი.

რბილობი თეთრი, გადატეხვისას ჰაერზე ოდნავ ლურჯდება.[4]

ჰიმენოფორი — შეზრდილი, მოყვითალო, ზეთისხილისფერ-ყვითელი, ხელის დაჭერისას ოდნავ ლურჯდება. ზრდასრულ სოკოებს გააჩნიათ მსხვილკუთხოვანი ფორები.

ფეხი — ცილინდრული, მთლიანი; ყვითელი, ზოგჯერ მოწითალო. სიგრძე — 4-10 სმ, სიგანე — 1- 2, ბოჭკოვანი, მუქი-წაბლისფერი ბადით.

სპორების ფხვნილი — მოწაბლისფრო, სპორების ზომა — 12×5 მკმ, თითისტარისებრი.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვანი ხავსის სოკო, რიაზანის ოლქი

იზრდება მრავალფეროვან ტყეებში, ხშირად ველობებზე, გზის პირებზე, ერთეულებად ან ჯგუფებად. ზოგჯერ გვხვდება ჭიანჭველების ბუდეებზე. მიკორიზას ქმნის როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ხეებთან. კოსმოპოლიტია, გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, კუნძულ კალიმანტანზე. შედის სუბარქტიკულ და სუბალპურ ზონებში.

სეზონი — ზაფხულ-შემოდგომით.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭმელი სოკოა,[5] გამოიყენება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამარილებული.[2] გახმობისას შავდება.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭრელი ხავსის სოკო — ქუდის კანქვეშ გააჩნია თხელი პიგმენტური შრე (ვარდისფერი ან წითელი).
  • Xerocomus ferrugineus — უფრო მუქი შეფერილობის, ხშირად ითვლება მწვანე ხავსის სოკოს ნაირსახეობად.
  • Boletus impolitus — გააჩნია უფრო მსხვილი, მასიური ფეხი, (დათვისსოკოს ფეხის მსგავსი), ღია მოყვითალო შეფერილობის.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Грибы СССР. — М.: „Мысль“, 1980.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 193. — ISBN 5-17-020333-0.
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 110. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Linnaeus C (1753). "Tomus II", Species Plantarum (la). Stockholm: Laurentii Salvii, გვ. 1178. 
  2. 2.0 2.1 БСЭ1 & 1926—1947.
  3. ტაქსონომია საიტზე www.mycobank.org
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 66, ISBN 99940-856-1-1.
  5. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books. ISBN 978-1-55407-651-2.