მწვანე ძურწა[1] (ლათ.Setaria viridis) — მცენარემარცვლოვანთაოჯახისა. საგაზაფხულო ერთწლოვანი მარცვლოვანი სარეველა. აქვს ფუნჯა ფესვთა სისტემა. გაღივების მინიმალური ტემპერატურაა 6–8 °C, ოპტიმალური 20–30 °C. აღმონაცენი ჩნდება აპრილ-ივნისში (ივლის-აგვისტოში), ყვავილობს ივნის-სექტემბერში, ნაყოფიანობს ივლის-ოქტომბერში. მაქსიმალური ნაყოფიერება 2300 მარცვალი ერთ მცენარეზე, მოუმწიფებელ მდგომარეობაში თესლები ღივდება ნიადაგის 12–14 სმ სიღრმიდან, ცხოველმყოფელობას ინარჩუნებს არაუმეტეს 4 წლამდე. გვხვდება ნათესებში, ბაღებში, ბოსტნებში, სილნარ და ქვიშნარ ნიადაგებში.[2]