მწვანე ოთახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მწვანე ოთახი
Mtsvaneotakhi.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა საქართველო
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ინდი-როკი
აქტიური 1999-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი S.P.Records
წევრები
  • აჩიკო გულედიანი
  • ბექა ჯაფარიძე
  • გვანცა ჯაფარიძე

მწვანე ოთახი (green room) — ქართული მუსიკალური ჯგუფი, რომელიც 1999 წელს თბილისში შეიქმნა. ამჟამინდელი წევრები არიან: აჩიკო გულედანი (ვოკალი, გიტარა), გვანცა ჯაფარიძე (ვოკალი) და ბექა ჯაფარიძე (კლავიშები, სინთეზატორი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მწვანე ოთახი“ 1999 წელს თბილისში შეიქმნა.[1] ჯგუფის მუსიკა მოიცავს როკის, ფანკისა და პოპ-მუსიკის ნაზავს. ჯგუფს პოპულარობა სადებიუტო ალბომში შესულმა სიმღერებმა „ნაზი მისები“ და „ჩემთან აღარ ხარ“ მოუტანა.

ჯგუფის წევრებმა დაამთავრეს თბილისის ჯაზის აკადემია.

მათი პირველი ალბომი „მწვანე ოთახი“ კომპანია „ქართულმა ჩანაწერებმა“ გამოსცა.

„მწვანე ოთახი“ სისტემურად მონაწილეობდა გიტარის საერთაშორისო ფესტივალებში (2001-2002 წლებში), მატარებლის ფესტივალში, თბილისის ჯაზ-ფესტივალებში (2001-2002 წლებში) და სხვა.

ჯგუფმა პირველი სოლო კონცერტი 2001 წელს, პირველი ალბომის პრეზენტაციისას გამართა. რამდენიმე სიმღერამ ამ ალბომიდან ქართული სატელევიზიო და რადიოების მუსიკალურ ჩარტებში უმაღლესი პოზიციები დაიკავა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სიმღერამ „მისები“.

2003 წლეს გამოვიდა მათი მეორე ალბომი „Shut Down“.[2]

„მწვანე ოთახი“ პირველი ქართული ჯგუფია, რომელმაც ევროპულ ლეიბლ S.P. Records-თან გააფორმა კონტრაქტი. კონტრაქტი გულისხმობს სამი ალბომის გამოცემას და მათ გავრცელებას ევროპის ბაზარზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
  • მწვანე ოთახი (2001)
  • Shut Down (2003)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tbilisi Open Air 2019 - მწვანე ოთახი. 4u.ge (11 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2020.
  2. მწვანე ოთახი და Uma J. Gamarjoba.ge. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2020.