მწვანე თუთიყუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მწვანე თუთიყუში
Amazona amazonica (1).jpg
ამაზონური თუთიყუში (Amazona amazonica)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Amazona (Lesson, 1830)

მწვანე თუთიყუში[1] (ლათ. Amazona) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 30 თანამედროვე და 2 ამომწყდარ სახეობას.[2] გავრცელებული არიან ამერიკაშიმექსიკიდან ლა-პლატამდე. საშუალო ზომის ფრინველებია, კუდი მოკლე აქვთ; შეფერილობაში ჭარბობს მწვანე ფერი წითელი, ყვითელი და ცისფერი შენარევებით. ამაზონური თუთიყუში (A. amazonica) ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში; მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ. ბუდობს ფუღუროებში. მკვიდრი ფრინველია. იკვებება ნაყოფებით. ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 66, 118, 183, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 111—112. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.