მწვანეთვალა ბუზი
იერსახე
| მწვანეთვალა ბუზი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| chlorops pumilionis | |||||||||||||
| |||||||||||||
მწვანეთვალა ბუზი (ლათ. chlorops pumilionis) — მწერი ორფრთიანთა რაზმისა. მისი სიგრძე 3-5 მმ აღწევს, ღია ყვითელია, ზურგზე შავი ზოლები გასდევს. გავრცელებულია ყველგან. მატლი აზიანებს ხორბალს, ქერს, ჭვავს, შვრიასა და სხვა. დაზიანებულ ღეროზე ხშირად თავთავი ვერ ვითარდება, თუ განვითარდა — მარცვალი ბჟირია. მწვანეთვალა ბუზი წელიწადში 1-2 თაობას იძლევა. მატლი იზამთრებს საშემოდგომო და ველური მარცვლოვანების ღეროში.
ბრძოლის ღონისძიებანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოზალინის ან ქლოროფოსის 0,2%-იანი ხსნარის შესხურება. პირველი წამლობა ბუზის მასობრივი ფრენის დაწყებისთანავე, მეორე — პირველი წამლობიდან 10-12 დღის შემდეგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალხაზიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 264.