მწვავე კლდისდუმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვავე კლდისდუმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მსუქანასებრნი
გვარი:  კლდისდუმა
სახეობა:  მწვავე კლდისდუმა
ლათინური სახელი
Sedum acre L.

მწვავე კლდისდუმა (ლათ. Sedum acre) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ყლორტების სიმაღლე 10 სმ-მდეა, უნაყოფო ყლორტებისა – 3 სმ-მდე. მცენარე შიშველია. ფოთლები რიგ-რიგად არის განლაგებული, კვერცხისებური, მჯდომარე. ყვავილედი ქოლგისებურ-ფარისებურია. გვირგვინი ოქროსფერ-ყვითელია. იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე მშრალ, კლდიან ადგილებში. საქართველოში გავრცელებულია სპორადულად თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]