შინაარსზე გადასვლა

მძიმეწონითი კატეგორია (შერეული საბრძოლო ხელოვნება)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შერეული საბრძოლო ხელოვნების მძიმეწონითი კატეგორია, როგორც წესი აერთიანებს მებრძოლებს 93.4 -120.2 კგ-მდე (206 - 265 ფუნტი).[1]

შერეული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა ორგანიზაციაში სხვა უფრო მსუბუქ წონით კატეგორიებს განსხვავებული სახელები ჰქვია და განსხვავებული წონის ლიმიტებია, მძიმეწონითი კატეგორია კი უმეტესად ერთნაირია, როგორც დასახელება ასევე წონის ლიმიტი. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) და ჩრდილოეთ ამერიკის შერეული საბრძოლო ხელოვნების სხვა ორგანიზაციების უმეტესობა, როგორიცაა ბელატორი, WSOF და KOTC მძიმეწონით კატეგორიის ლიმიტს 206 - 265 ფუნტით (93.4 - 120.2 კგ) განსაზღვრავენ.[2][3] აზიური ორგანიზაცია ONE Championship-ის მძიმეწონითი კატეგორია 226 - 265 ფუნტია.[4]