მძვინვარებდა შავი ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
„მძვინვარებდა შავი ზღვა“
პატრიოტული,
ენა აზერბაიჯანული
ავტორი მუსიკა უზეირ ჰაჯიბეკოვის, სიტყვები აჰმედ ჯავადი
კომპოზიტორი უზეირ ჰაჯიბეკოვი

„მძვინვარებდა შავი ზღვა“ (აზერ. Çırpınırdı Qara dəniz) — 1918 წელს აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მიერ დაწერილი სიმღერა პოეტ აჰმედ ჯავადის სიტყვებზე. სიმღერა ძალიან პოპულიარულია თურქეთში.[1] აზერბაიჯანში სიმღერა ძალიან პოპულიარულია აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის აზერინას შესრულებით.[2]

სიმღერის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ მსოფლიო ომში[3] ოსმალეთის მონაწილეობით აღელვებულმა აზერბაიჯანელმა პოეტმა აჰმედ ჯავადიმა 1914 წლის დეკემბერში დაწერა ლექსი „ღელავდა შავი ზღვა“.[4] 1918 წელს უზეირ გაჯიბეკოვმა ამ ლექსისთვის შექმნა მუსიკა. თუმც, 1920 წლის შემდეგ აზერბაიჯანში სიმღერა აღარ სრულდებოდა. ვინაიდან ნოტები დაიკარგა, სიმღერა თითქმის დავიწყებას მიეცა.[1] ამისდა მიუხედავად, სიმღერამ თურქეთში მოიპოვა პოპულიარობა, ის სრულდებოდა რადიოსა და ტელევიზიაში, ოფიციალურ ღონისძიებებზე და ბანკეტებზე. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სიმღერის პირველად მოსმენისას თვითონ ათათურქს ცრემლი მოდგომია თვალზე.[5] 1990 წელს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა სულეიმან შენელმა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტაჟირებას გადიოდა, ამ სიმღერის შესახებ გაჯიბეკოვის მემორიალურ სახლ-მუზეუმს შეატყობინა. დიდი პაუზის შემდეგ სიმღერა პირველად შესრულდა აზერბაიჯანის საზოგადოებრიობის წინაშე 1993 წლის 10 მარტს ბაქოში, რესპუბლიკის სასახლეში. ეს მოხდა ახმედ ჯავადის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 „Бушевало Черное море“. Электронная библиотека Узеира Гаджибекова.
  2. Поддержка заслуженной артистки Азерин братства Азербайджана и Турции
  3. Əhməd Cavadın istiqlal şeirləri Azərbaycan gəncliyinin dillər əzbəridir Şərq. 14.07.2011.- გ 11.
  4. ნასიმან იაგუბლუ „Zamanın ruhlara hökm edən şairi“ 525-ci qəzet. 16.05.2009- გ 20.
  5. ოქტაი ჰაჯმუსალი İstiqlal şairi Əhməd Cavad öz şeirləri ilə xalqı milli azadlığa səsləyirdi Xalq Cəbhəsi. 09.01.2012 გ.13.