მცხეთური ხელნაწერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცხეთური ხელნაწერის“ სახელით ცნობილია XVII-XVIII საუკუნეების ქართულენოვანი ხელნაწერი ბიბლია. იგი ყველაზე სრულყოფილი ხელნაწერია ბიბლიის ქართულენოვანი ტექსტისა.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 668 ფურცელს, რომელთა ზომებია 21X29,5 სანტიმეტრი. გადაწერილია ნუსხურით. გაირჩევა რამდენიმე ხელი. ერთ–ერთი გადამწერია ლაზარე. სათაურები ასომთავრულითაა შესრულებული, ზოგჯერ წითელი მელნით. რედაქტირებულია მხედრულით და ახლავს ამავე ხელით შესრულებული საძიებლები, რომლებიც ეკუთვნის რედაქტორს, სულხან-საბა ორბელიანს. ხელნაწერში ჩართულია აგრეთვე ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი ტექსტი — „წინასწარმეტყველთა წიგნები“.

მცხეთური ხელნაწერი დღეს დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A 51).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 88