მცხეთის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცხეთის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის აღმოსავლეთით 900-100 მ-ზე. იგი XIX საუკუნის 50-იან წლებში აუგია სვეტიცხოვლის დეკანოზს, რომანოზ მრევლიშვილს. სახლი ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. გადაკეთებულია: მთავარი შესასვლელის პარმაღი შეცვლილია რკინაბეტონის ფართო გადახურული აივნით, გვიანდელი ამავე მხარეს მიშენებული სამზარეულო და პატარა ოთახი, აგრეთვე დასავლეთის მინაშენები, აღმოსავლეთის აივანი და აივანზე ასასვლელი ქვის კიბე, შეცვლილია სახურავი, მონგრეულია ჩრდილოეთის აივანი. გადაკეთებების შედეგად სახლს შეცვლილი აქვს თავდაპირველი სახე. სახლი (გარე ზომები 15,5 X 12 მ) ზედა სართული საცხოვრებელია, ქვედა სართულზე სამეურნეო დანიშნულების სათავსებია.ორივე სართული ერთი განიერი ღერძული კედლით ორ ნაწილადაა გაყოფილი.ღერძულ კედელში, მის აღმოსავლეთ ნაწილში დატანებულია კიბის ორი უჯრედი. ერთით პირველი სართული დაკავშირებულია მეორესთან, მეორით — აღმოსავლეთის აივანი სხვენთან. ოთახები ერთმანეთთან კარითაა დაკავშირებული. ამ სართულზე ოთხი ოთახია. მოზრდილი ოთახები სართულის აღმოსავლეთ მხარესაა. მას თითო დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს აღმოსავლეთიდან. დასავლეთ ნაწილში განლაგებულ ოთახთან დამოუკიდებელი შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთ ოთახს აქვს. სამხედრო ნაწილში მდებარე ოთახებს პატარა სწორკუთხა სარკმლები აქვს. მეორე სართულზე ოთხი ოთახია. საშუალო ზომის, გეგმით სწორკუთხა წინკარიდან სამ ოთახში შეიძლება შესვლა. ამ სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებული მისაღები ოთახი ფართობით აღემატება დანარჩენ ოთახებს.იგი აღმოსავლეთ აივანზე გადის და დასავლეთ კედლებში გაჭრილი კარით უკავშირდება ჩრდილო-დასავლეთ ოთახს, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი არ გააჩნია. ყველა ოთახს ფართო სარკმლები აქვს.ფასადებისა და სარკმლები დასრულებულია ჰორიზონტალურ თაროზე დაყრდნობილი ორი აგურით შედგენილი თაღოვანი სათაურებით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე შემორჩენილია პარაპეტის ნაწილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]