მცხეთის დავითნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მცხეთის დავითნი

მცხეთის დავითნიX საუკუნე-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი ფსალმუნი. მისი ტექსტი სავარაუდოდ ფსალმუნის ადრეულ, ალექსანდრიულ რედაქციას წარმოადგენს. ძირითადი ტექსტის გარდა, წიგნში ფსალმუნთან დაკავშირებული სხვა თხზულებებიცაა შეტანილი.

მცხეთის დავითნი ეტრატზეა გადაწერილი. შეიცავს 261 ფურცელს; ფურცლის ზომებია 19,8X15,3 სანტიმეტრი. ტექსტი ასომთავრულითაა შესრულებული. ხელნაწერს ტექსტის ბოლოს დართული აქვს სტილიზებული არაბული ციფრები, დაწყობილი კლებადობით, 9-დან 1-ის ჩათვლით (246-r-v). ეს არის საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთი პირველი ნიმუში.

მცხეთის დავითნი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული (ფონდი A-38).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 22