მცურავები
იერსახე
| მცურავები | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
მცურავი-მარტორქა (Rhynchophis boulengeri) | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Colubrinae | |||||||||||||||
| |||||||||||||||
მცურავები (ლათ. Colubrinae) — კრებითი სახელწოდება, რომელიც აღნიშნავს ანკარასებრთა ოჯახის გველების რამდენიმე გვარს. მათი სიგრძე 3,5 მ-ს აღწევს. მცურავების 90-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ ველებზე, ნახევრადუდაბნოებში, უდაბნოებში, დაბლობისა და მთის ტყეებში. მეტად მოძრავი არიან. იკვებებიან წვრილ-წვრილი ხერხემლიანებით (ახალგაზრდები — მწერებით). უმრავლესობა მსხვერპლს სხეულის რგოლებით ან მიწაზე მიჭერით გუდავს. მრავლდებიან კვერცხებით. საქართველოში გვხვდება 7 სახეობის მცურავები, ამათგან 3 ეკუთვნის Coluber-ის გვარს, 4 — Elaphe-ს გვარს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თ. მუსხელიშვილი, ქსე, ტ. 7, გვ. 255, თბ., 1984