მცირე ჟამნ-გულანი A-687
მცირე ჟამნ-გულანი A-687 — საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში A-687-ის სახელით ცნობილი დაცული ხელნაწერი.
თედო ჟორდანია მიიჩნევდა, რომ ბიჭვინთის ტაძრისთვის ყოფილა გადაწერილი. ხელნაწერი შეიცავს 211 ფურცელს, მისი ზომებია 18, 5X12, 5 სმ. შესრულებულია ქაღალდზე. ნაწერია ნუსხურად. აქვს ტვიფრული, ტყავგადაკრული ხის ყდა, XVI საუკუნის. გადამწერი - ანანია კალანდაძე, მომგებელი - აფხაზთა კათალიკოსი ექვთიმე საყვარელიძე, თუმცა ხელნაწერის ანდერძების შინაარსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ წიგნი უშუალოდ ბიჭვინთის ტაძარს და ზოგადად, აფხაზეთის რეგიონს დავუკავშიროთ.
![]() |
„ბიჭვინთისა ღმრთის მშობელო, შეიწყალე აფხაზეთისა კათალიკოზი ეფთმი საყვარელიძე, ამინ.“
|
ხელნაწერი ეკუთვნოდა გელათის მონასტერს და მოგვიანო მინაწერები სწორედ ამ პერიოდის ამსახველია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Жордания Т. Описание рукописей и старопечатных книг Церковного Музея духовенства Грузинской епархий, Т. II, Тф., 1903, с. 162-163.
- ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის(A)კოლექციისა, ხელნაწერის უფლებით დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.