მცირე გეზე
იერსახე
| მცირე გეზე | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°53′36″ ჩ. გ. 43°25′39″ ა. გ. / 42.89333° ჩ. გ. 43.42750° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
| სიმაღლე | 3558 მ |
| ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
მცირე გეზე — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად გაწოლილია საქართველოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის — ონის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის — ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3558 მ. მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის კავკასონზე, მწვერვალ დიდი გეზეს აღმოსავლეთით. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 576.