მცირე არალის ზღვა
იერსახე
მცირე არალის ზღვა | |
---|---|
ქვედა სურათი — მცირე არალი ქოქარალის კაშხლის აგებამდე (2005), ზედა სურათი — კაშხლის აგების შემდეგ (2006). | |
კოორდინატები: 46°30′00″ ჩ. გ. 60°42′00″ ა. გ. / 46.50000° ჩ. გ. 60.70000° ა. გ. | |
მდებარეობა | ყაზახეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 42,2 მ |
ფართობი | 3300 კმ² |
მოცულობა | 27 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 8,7 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 18 (2004 წლის მდგომარეობით) მ |
მცირე არალის ზღვა (ყაზახ. Солтүстік Арал теңізі) — მარილიანი ტბა ყაზახეთში. წარმოადგენს შრობადი არალის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს. წარმოიქმნა 1987 წელს არალის ზღვის გაშრობის შედეგად. მდებარეობს ზღვის დონიდან 42,2 მ სიმაღლეზე. ფართობი 3300 კმ². მაქსიმალური სიღრმე 18 მ. მარილიანობა 12 ‰. ერთვის მდინარე სირდარია. ბევრია ყურე. ტბის შემადგენლობაშია ბერგის სრუტის ნაწილი, რომელიც დაფარულია ქოქარალის კაშხლითა და წყალსაგდებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მცირე არალის ზღვა დაარქივებული 2010-04-12 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)