მცველთა რაზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცველთა რაზმივახტანგ VI-ის მიერ შექმნილი სამეფო გვარდიის ტიპის სამხედრო ფორმირება. იგი შედგებოდა თავადიშვილების, აზნაურებისა დამსახურების ცალკეული რაზმებისაგან. თითოეულ მათგანს სათავეში ასისთავი ედგა. მეფის რაზმელები ჯამაგირს სახელმწიფო ხაზინიდან იღებდნენ და ფართო პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მცველთა რაზმის შენახვას თბილისის შემოსავლიდან მიღებული თანხებით უზრუნველყოფდნენ. ზოგი მკვლევრის აზრით, ეს რაზმი ძირითადად თბილისში იდგა მაჰმადიან მეციხოვნეთაგან ქართველი მეფის უშიშროების დასაცავად, რასაც ამ რაზმის სახელწოდებაც უნდა მოწმობდეს. ფინანსურად და ადმინისტრაციულად უშუალოდ მეფეზე დამოკიდებული მუდმივი სამხრეთ ფორმირება ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებასა და განმტკიცებას უწყობდა ხელს, რაც სეპარატისტულად განწყობილ ფეოდალთა ნაწილის გულისწყრომას იწვევდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მცველთა რაზმის შექმნის გამო თურმე შუღლი ჩაიდო გულში არაგვის ერისთავმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]