მშრალცხვირა ბატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მშრალცხვირა ბატი
Anser cygnoides-Beijing.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Anser cygnoides (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Anas cygnoides (Linnaeus, 1758)
  • Cycnopsis cygnoides (ლაფსუსი)
  • Cygnopsis cygnoides (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 VU ka.svgმოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22679869
გავრცელება
Anser cygnoides distribution map.png
  ბუდობის ადგილები
  გამოზამთრების ადგილები

მშრალცხვირა ბატი[1], მშრალნისკარტა[2] ან ჩინური ბატი[3] (ლათ. Anser cygnoides) — ფრინველი ბატისნაირთა რიგისა; ზოგჯერ გამოჰყოფენ ცალკეულ გვარში Cygnopsis.

მამლის სხეულის სიგრძეა 91–94 სმ, დედლისა — 80 სმ, მასა შესაბამისად 3,5–3,7 და 2,8–3 კგ. შეფერილობაში ჭარბობს მორუხო-მურა ტონები, შედარებით ღია ფერისაა მკერდი, ხოლო გვერდები — მუქი; თავის ზედა მხარე და ყელი აგრეთვე მუქია. ნისკარტი საკმაოდ გრძელია, ფერად შავი, ზედა ნისკარტის ძირი გაბერილია, რომელიც თეთრი ბუმბულის ზოლითაა შემოვლებული; ფეხები ნარინჯისფერია. ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, ჩრდილო-დასავლეთ სახალინის, ჩრდილოეთ მონღოლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის მდინარეთა ხეობებში, ტბებისა და ჭაობების ნაპირებზე. მთებში ბუდობს ზღვის დონიდან 2400 მეტრამდე. იზამთრებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში.

იკვებება ხმელეთისა და წყლის მცენარეთა მწვანე ნაწილებით, მათი ნაყოფებითა და თესლებით. მონოგამური ფრინველია. ბუდობენ წყვილებად ან შეთხელებულ კოლონიებად. დედალი დებს 5–6 კვერცხს და კრუხობს დაახლოებით 28 დღე. ჭუჭულებზე ორივე მშობელი ზრუნავს; 45–50 დღეში ფრენას იწყებენ. მშრალცხვირა ბატი შინაური ბატის ჩინური ჯიშის წინაპრად ითვლება. მისი რაოდენობა შემცირებულია, შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანთაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 228, თბ. 1977 წელი.
  2. იქვე, გვ. 227
  3. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 81, 103, 196, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.