შინაარსზე გადასვლა

მშრალი თვალის სინდრომი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მშრალი თვალის სინდრომი
სხვა სახელები მშრალი კერატოკონიუნქტივიტი
მშრალი თვალი
დარგი ოფთალმოლოგია
სიმპტომები მშრალი თვალი, სიწითლე
გართულებები ნაწიბურები
გამომწვევი კონტაქტური ლინზები, მეიბომიური ღრმლების დისფუნქცია, ალერგიები, ორსულობა, შეგრენის სინდრომი, ვიტამინ A-ის ნაკლებობა, LASIK ოპერაცია, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ჰორმონალური შემცვლელი თერაპია, ანტიდეპრესანტები
მკურნალობა თვალის წვეთები
სიხშირე 20%[1]

მშრალი თვალის სინდრომი ( DES ), ასევე ცნობილი როგორც მშრალი კერატოკონიუნქტივიტი ( KCS ) — მშრალი თვალის მდგომარეობაა.[2] დაავადების თანმხლები სიმპტომებია გაღიზიანება, სიწითლე, გამონადენი და თვალების ადვილად დაღლა. ასევე შეიძლება განვითარდეს მხედველობის დაბინდვა.[2] სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი და ხანდახან გამოხატული, ასევე მძიმე და მუდმივი.[3] ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს რქოვანას ნაწიბურების გაჩენა.[2]

თვალის სიმშრალე ვითარდება მაშინ, როდესაც თვალი საკმარის ცრემლს არ გამოიმუშავებს.[2] ეს შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტურმა ლინზებმა, მეიბომის ჯირკვლის დისფუნქციამ, ალერგიამ, ორსულობამ, შეგრენის სინდრომმა, A ვიტამინის დეფიციტმა, LASIK ოპერაციამ. ასევე გარკვეულმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ანტიჰისტამინური საშუალებები, ზოგიერთი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალება, ანტიდეპრესანტები.[2][3][4]

მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.[2] ხელოვნური ცრემლები მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა.[2] სათვალეც კარგი მეთოდია,[2] შესაძლოა, გარკვეული მედიკამენტების მიღების შეწყვეტა ან შეცვლაც იყოს გამოსავალი.[2] ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ექიმმა დანიშნოს მედიკამენტი ციკლოსპორინი ან სტეროიდული თვალის წვეთები.[2] კიდევ ერთი ვარიანტია ცრემლის საცობები („Punctal plug“), რომლებიც ხელს უშლიან ცრემლის თვალის ზედაპირიდან გადმოდინებას.[2] მშრალი თვალის სინდრომი ზოგჯერ |კონტაქტური ლინზების ტარებას შეუძლებელს ხდის.[2]

მშრალი თვალის სინდრომი თვალის გავრცელებული დაავადებაა.[3] ის გარკვეულწილად აწუხებს ადამიანების 5–34%-ს, რაც დამოკიდებულია შესწავლილ პოპულაციაზე.[1] ხანდაზმული ადამიანების 70%-მდე აღენიშნება აღნიშნული დაავადება.[5]

  1. 1.0 1.1 Messmer, EM (30 January 2015). „The pathophysiology, diagnosis, and treatment of dry eye disease“. Deutsches Ärzteblatt International. 112 (5): 71–81, quiz 82. doi:10.3238/arztebl.2015.0071. PMC 4335585. PMID 25686388.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 Facts About Dry Eye (February 2013). ციტირების თარიღი: 29 July 2016
  3. 3.0 3.1 3.2 Kanellopoulos, AJ; Asimellis, G (2016). „In pursuit of objective dry eye screening clinical techniques“. Eye and Vision. London. 3: 1. doi:10.1186/s40662-015-0032-4. PMC 4716631. PMID 26783543.
  4. Michelle Meadows. (May–June 2005) Dealing with Dry Eye. U.S. Food and Drug Administration.
  5. Ding, J; Sullivan, DA (July 2012). „Aging and dry eye disease“. Experimental Gerontology. 47 (7): 483–90. doi:10.1016/j.exger.2012.03.020. PMC 3368077. PMID 22569356.