მშოში
|
| |
| რიგითობა | აპეტაიზერი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | სომხეთი და თურქეთი |
| რეგიონი | ვანის პროვინცია |
| ასოცირებული ეროვნული სამზარეულო | სომხეთი |
მშოში (სომხ. մշոշ) — ტრადიციული სომხური კერძი, რომელიც მზადდება ოსპის ან ლობიოს ბაზაზე. მშოშს ხახვს, ნიგოზსა და გარგრის ჩირს უმატებენ.[1][2] მას მიირთმევენ როგორც ცხლად, ასევე ცივად, გარნირად ან მთავარ კერძად. თუ ის ლავაშზეა დადებული, აპეტაიზერად ითვლება.[1][2]
კერძის წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშოში ერთ-ერთ უძველეს სომხურ კერძად ითვლება და ვანის პროვინციას უკავშირდება.[3] მისი სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა „მშოშ“-იდან („მიშოშ“-ის შემოკლებული ფორმა, რაც ველურ გარგარს ნიშნავს).
კერძს ტრადიციულად მარხვის დროს ამზადებენ და დასავლეთ სომხეთშია გავრცელებული.[3] არსებობს ვარიაციები, რომლებშიც ხილს გოგრით, მწვანე ლობიოთი ან ჭარხლით ცვლიან, თუმცა ყველაზე ხშირი მაინც გარგარია.
ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშოშის ძირითადი ინგრედიენტებია:[1][2]
- ოსპი ან ლობიო
- ხახვი
- ნიგოზი
- გარგრის ჩირი
- მცენარეული ზეთი
- მარილი, შავი პილპილი და ოხრახუში
მომზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშოშის მოსამზადებლად ოსპს ან ლობიოს არჩევენ, რეცხავენ და ხარშავენ, შემდეგ კი მარილს აყრიან.[1][2] წვრილად დაჭრილ ხახვს ცალკე შუშავენ. ნიგოზს ფქვავენ ან წვრილად ჭრიან, ხოლო გარგარის ჩირს რეცხავენ. შემდეგ ყველა ინგრედიენტს ერთად აზავებენ და დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში ხარშავენ. მზა კერძს თეფშზე ათავსებენ და შავ პილპილსა და ოხრახუშს აყრიან. მშოშის სერვირება შესაძლებელია როგორც ცხლად, ასევე ცივად.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 (2017) Кулинарная энциклопедия (ru). Komsomolskaya Pravda, გვ. 96. ISBN 9785447001551.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 A. S. Piruzyan (1960). Հայկական ճաշեր, Армянская кулинария. Moscow, USSR: Gostorgizdat, გვ. 45.
- ↑ 3.0 3.1 Vartanian Datian, Christine. (23 April 2020) Recipe Corner: Mshosh, a Lentil and Dried Fruit Dish. ციტირების თარიღი: 19 November 2025