მშვილდოსნის ვარსკვლავური ღრუბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მშვილდოსნის ვარსკვლავური ღრუბელი

მშვილდოსნის ვარსკვლავური ღრუბელი (აგრეთვე ცნობილი როგორც მესიე 24, M24, IC 4715) — ვარსკვლავთგროვა მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით; განფენილია დაახლოებით 600 სინათლის წლის მანძილზე. 1764 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ. ხანდახან, მშვილდოსნის დიდი ვარსკვლავური ღრუბლისგან განსხვავების მიზნით, იხსენიებენ მშვილდოსნის მცირე ვარსკვლავური ღრუბლის სახელით.[1]

მშვილდოსნის ვარსკვლავთგროვა და მისი შემადგენელი ობიექტები წარმოადგენს ჩვენი გალაქტიკის, „ირმის ნახტომის“ მშვილდოსნის მკლავის ნაწილს. მესიეს აღწერის მიხედვით, M24 ეს არის „დიდი ნისლიანობა, რომელიც მრავალ ვარსკვლავს შეიცავს“, ზომად კი ფრანგი ასტრონომი 1,5°-ს ასახელებდა.

ვარსკვლავთგროვის მოცულობა დაახლოებით 10 000-16 000 სინათლის წელია. წარმოადგენს ყველაზე მჭიდრო ვარსკვლავთგროვას ინდივუდუალური ვარსკვლავების თვალსაზრისით იმ გროვებს შორის, რომელთა დანახვაც ბინოკლითაა შესაძლებელი. მხოლოდ ერთი კუთხით შეხედვისას, შესაძლებელია დაახლოებით 1000 ვარსკვლავის ხილვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოორდინატები: ცის რუკა 18სთ 16.5წთ 00წმ, −18° 29′ 00″

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Crossen, Craig; Rhemann, Gerald (2004) Sky Vistas: Astronomy for Binoculars and Richest-Field Telescopes. Springer. ISBN 3211008519.