მშვიდობის მტრედი (აზერბაიჯანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მშვიდობის მტრედი
აზერ. Sülh göyərçini
ინფორმაცია
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ქალაქი სუმგაითი
კოორდინატები 40°35′23″ ჩ. გ. 49°40′07″ ა. გ. / 40.58972° ჩ. გ. 49.66861° ა. გ. / 40.58972; 49.66861
პროექტის ავტორი ვაგიფ ნაზიროვი
არქიტექტორი ასიმ გულიევი
გაიხსნა 1978
მასალა ბეტონი

მშვიდობის მტრედი (აზერ. Sülh göyərçini) — ალეგორიული ქანდაკება ნასიმის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში. ქანდაკება ქალაქის სიმბოლოა და გამოსახულია მის გერბზე.[1]

ძეგლის ავტორებია — სუმგაითის მთავარი მხატვარი ვაგიფ ნაზიროვი და არქიტექტორი ასიმ გულიევი. ძეგლის დამზადებისას გამოყენებული მასალა — მონოლითური ბეტონი.[2] ძეგლი გაიხსნა 1978 წელს ახალ საზოგადოებრივ პარკში, რომელიც მდებარეობს კასპიის ზღვის სანაპიროზე.[3]

ქანდაკება მონუმენტური სტილის, თეთრი ფერის, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე და სტილიზებული გამოსახულების, სადაც მტრედი გაშლილი ფრთებით ემზადება გაფრენისთვის.[4] განთავსებული დაბალ კვარცხლბეკზე, ძეგლის გარშემო ფართობი გაფენილია ფირფიტებით.[5] 2008 წელს, პარკი და ძეგლი რესტავრაცია გაიარა.

საფოსტო მარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქანდაკება არაერთხელ აისახა აზერბაიჯანის მარკებზე, რომელიც მიეძღვნა სუმგაითს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sumqayıt nümayəndə heyəti Mogilyovda səfərdədir. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-25. ციტირების თარიღი: 2017-04-30.
  2. SUMQAYITIN RƏMZİ OLAN «SÜLH GÖYƏRÇİNİ» REKONSTRUKSİYA OLUNUR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-17. ციტირების თარიღი: 2017-04-30.
  3. Sumqayıt şəhər icra hakimiyyəti. Parklar və istirahət bağları. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2010-12-29.
  4. http://anl.az/down/meqale/paritet/2012/yanvar/225048.htm.
  5. „Sumqayıtda xalqları sülhə çağıran rəmzi abidə - VİDEOREPORTAJ“. Xeberle.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-02.